https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ “აჯობეს” ჩოხატაურელებმა ბიძინა ივანიშვილს

8:06; 14.06.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის “სხივის” დირექტორმა მერაბ დოლიძემ, 2019 წლის 10 მაისს, ინდმეწარმე გიორგი დოლიძეს 3 126-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. დოკუმენტის თანახმად, დოლიძეს 17 მაისამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეულის ტყე-პარკში ხე-მცენარეები უნდა გაეშენებინა და სანერგე მეურნეობა შეექმნა.

გიორგი დოლიძე ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ სანერგე მეურნეობა 4 დღეში შექმნა, რასაც შესრულებული სამუშაოს აქტით ადასტურებს “სხივის” ინსპექტირების ჯგუფი:

“შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაოები სრულად დასრულებულია. კერძოდ, დასრულებულია: ჩოხატაურში ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეულის ტყე-პარკში ხე-მცენარეების გაშენების და სანერგე მეურნეობის შექმნის სამუშაოები ღირებულებით 3126 ლარი”, _ ვკითხულობთ შესრულებული სამუშაოს 14 მაისს შედგენილ აქტში, რომელსაც ხელს კომუნალური სამსახურის თანამშრომლები და ინსპექტირების ჯგუფის წევრები _ ავთანდილ ცინცაძე, ლეო სიმონიშვილი და სოფიკო მეგრელიძე აწერენ.

დოკუმენტს, მეორე მხრივ, ხელს აწერს ჩამბარებელი _ ი/მ გიორგი დოლიძე.

ამ დოკუმენტის საფუძველზე გიორგი დოლიძეს იმავე დღეს ჩაერიცხა 3 126 ლარი და საქმეც დასრულდა _ მეურნეობა მოეწყო, მეწარმემ ფული აიღო და ყველა კმაყოფილია! ამით ჩოხატაურელებმა ბიძინა ივანიშვილს “აჯობეს”, რომელიც 2 წელია პარკს აკეთებს და ხეებს რგავს _ მისგან განსხვავებით, აქაურებმა 4 დღეში მოახერხეს ხეებისა და მცენარეების დარგვა და სანერგე მეურნეობის გაკეთება!

თუმცა, ეს ყველაფერი ამ სენსაციური ამბის პროლოგია…

შინაარსი კი ასეთია:

 ფაქტი #1

კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ დოლიძემ მისი დაკვეთით გაშენებული სანერგე მეურნეობის ადგილსამყოფელი არ იცოდა და მას შემდეგ გაიგო, რაც ამ ამბით “გურია ნიუსი” დაინტერესდა. 11 ივნისს, ე. წ. სანერგე მეურნეობისთვის მიგნებისთვის, “სხივის” თანამშრომლების მოძებნისა და ადგილზე მიყვანისთვის 2 საათი დაგვჭირდა.

 ფაქტი #2

ე. წ. სანერგე მეურნეობა, სადაც ხე-მცენარეები უნდა იყოს გაშენებული, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ შემოღობილი ადგილია, სადაც წელამდე ბალახია და სადაც 300-მდე ძირი კაკლის საძირე ნერგია დარგული, რომლის ნაწილი გამხმარია.

 ფაქტი #3

მიუხედავად იმისა, რომ “სხივის” დირექტორს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ი/მ გიორგი დოლიძესთან, გაირკვა, რომ ამ პიროვნებას სანერგე მეურნეობის გაკეთებასთან საერთო არაფერი აქვს და ის მხოლოდ ფულის გამტარია _ მერაბ დოლიძესთან საუბარში გამოიკვეთა, რომ სამუშაოები “სხივის” თანამშრომელმა ვასილ ცინცაძემ შეასრულა, დოლიძის მტკიცებით, ინდმეწარმის დაკვეთით.

 ფაქტი #4

ვასილ ცინცაძე ამბობს, ინდმეწარმე გიორგი დოლიძე მისი ნათესავია, მან მოძებნა და “სხივის” დირექტორთან ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიყვანა, რადგან თანხის გაცემა დოკუმენტურად სხვაგვარად ვერ ხერხდებოდა. ცინცაძემ დააზუსტა, რომ თანხის ჩარიცხვის დღესვე, დოლიძეს 3 126 ლარი ხელზე გამოართვა და მუშებს გადაუხადა _ მარტივად რომ ვთქვათ, მეწარმე მხოლოდ ბიუჯეტის ფულის “გასატარებლად” გამოიყენეს.

 ფაქტი #5

თითქმის ერთსაათიან ინტერვიუში ვასილ ცინცაძემ ფულის ხარჯვის სხვადასხვა ამბავი მოგვიყვა, ბოლოს იმაზე შეჯერდა, რომ სამუშაოების ნაწილი მომავალში უნდა შესრულდეს; რომ 180 ლარი გადაუხადა ადამიანს, რომელმაც ფართობი დახნა, დაფარცხა, ორმოები ამოიღო და ნერგები დარგო; 410 ლარი კი მისცა ადამიანს, რომელმაც ნერგები ჩამოუტანა! დანარჩენი თანხის ასავალ-დასავალი ვერ დაგვიკონკრეტა.

 ფაქტი #6

როგორც დავაზუსტეთ, მუშას, რომელმაც ფართობი დახნა, დაფარცხა, ორმოები ამოიღო და ნეგები დარგო, 210 ლარის ნაცვლად, 180 ლარი ნამდვილად მისცეს და ამ თანხაში ტრაქტორისთვის საჭირო საწვავის ღირებულებაც შედიოდა. ცინცაძემ მუშას 30 ლარი დააკლო, რომელსაც მისი განმარტებით, მომავალში აუცილებლად მისცემს.

 ფაქტი #7

ვასილ ცინცაძე ტყე-პარკში, ე. წ. სანერგე მეურნეობაში ყოფნისას გვიმტკიცებდა, რომ სანერგისთვის საჭირო მცენარეები, პარკები და კონტეინერები სახლში ჰქონდა. ამიტომ, სახლში ვესტუმრეთ. იქ მხოლოდ ვაზის ნერგები დაგვახვედრა, რომელიც, მისი განმარტებით, მან გამოიყვანა მუნიციპალიტეტისთვის და ამაში თანხა არ დაუხარჯავს. თქვა, რომ კონტეინერები და თესლების ჩასადები პოლიეთილენის ჭიქები მომავალში უნდა იყიდოს და ამისთვის თანხა აქვს. თუმცა, თანხის ოდენობა ვერ დაგვიკონკრეტა და არც ის გვითხრა, სად ჰქონდა ინმდეწარმისთვის გამორთმეული თანხის ნაწილი.

 ფაქტი #8

ინდმეწარმე გიორგი დოლიძე “სხივის” მიერ გახორციელებულ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ლიდერია. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფულს იღებს ხეების მოჭრაში, ხიდების შეღობვაში, სასაფლაოს ღობის გაკეთებაში, ლითონის კონტეინერის შეკეთებაში. იგი “სხივს” მომსახურებას უწევს კანალიზაციის გამწმენდი სპეცმანქანითაც და ბახმაროში ბინასაც კი აქირავებს კომუნალური სამსახურის თანამშრომლებისთვის!

 ფაქტი #9

ი/მ გიორგი დოლიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ “არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის” თანამშრომელია. მასთან გასაუბრება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა, მან “გურია ნიუსის” ზარებს არ უპასუხა.

მოგვიანებით, უცხო ნომრით დავურეკეთ და ვკითხეთ, რამდენად შეეძლო მოექირავებინა კანალიზაციის გამწმენდი მანქანა, რაზეც  გიორგი დოლიძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი მანქანა მას არ ჰყავს და მხოლოდ ოზურგეთშია მისი ქირაობა შესაძლებელი. შემდეგ ვკითხეთ, შეგვიღობავდა თუ არა რკინის მოაჯირებს და მოგვიჭრიდა თუ არა ხეებს, რაზეც გვიპასუხა, რომ არის ამისთვის საჭირო ხალხი. მას შემდეგ კი, რაც ვკითხეთ, შეეძლო თუ არა სანერგე მეურნეობის მოწყობა ისე, როგორც კომუნალურ სამსახურს გაუკეთა, ჩვენი ხმა “ვეღარ გაიგონა” _ რამდენიმე წუთის განმავლობაში გვიმეორებდა, რომ შეკითხვა არ ესმოდა, შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და მოგვიანებით ზარებს აღარ უპასუხა.

 ფაქტი #10

ჩოხატაურში, სანერგე მეურნეობის გაკეთების იდეა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს ეკუთვნის. მან, ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს,  საკრებულოს სხდომაზე, მერიის სამსახურებს სთხოვა 2 000 კვ.მ. მიწის ფართი გამოყოფა, სადაც სანერგე მეურნეობა გაკეთდებოდა.

_ ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმე მუნიციპალიტეტისთვის. მოვძებნოთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენს ბალანსზე იქნება და სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა.

აქ გამოყვანილი ნერგები მუნიციპალიტეტის გამწვანებას მოხმარდება. კეთილმოწყობის სამსახურში 5 ადამიანი მუშაობს გამწვანების კუთხით და ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი სანერგე მეურნეობა, _ მიმართა მაშინ ზაალ მამალაძემ მერიის წარმომადგენლებს.

ზაალ მამალაძე ამბობს, რომ სანერგე მეურნეობის არსებობა მუნიციპალიტეტში საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა. მისგან იდეა წამოვიდა, რომელიც შესაბამის სამსახურებს უნდა გაეხორციელებინათ. მისივე თქმით, “მართალია, 2 წელი დასჭირდათ, თუმცა, გააკეთეს. რაც შეეხება ხარისხს და ე. წ. სანერგე მეურნეობაში არსებულ სიტუაციას _ საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპი, რომელმაც ამ ყველაფრის გაკეთების ვალდებულება აიღო და თუ იქ რაიმე არასწორადაა გაკეთებული, საკრებულო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება, გამოითხოვს ყველა დოკუმენტაციას და შესაბამის რეაგირებასაც შემდეგ მოახდენს”.

 ეპილოგი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ი/მ გიორგი დოლიძე ყველა სახის სამუშაოს უსრულებს “სხივს”, რაშიც პრობლემას ვერ ხედავს კომუნალური სამსახურის უფროსი _ მერაბ დოლიძე ამტკიცებს, რომ ამ ადამიანს მართლაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ეჭვი, რომ მას ფულის “გასათეთრებლად” იყენებენ, აბსურდულია. არადა, ფაქტია, რომ პირს ბიუჯეტის ფული ჩაურიცხეს, მიღება-ჩაბარების აქტიც ისე შეადგინეს, რომ არაფერი შეუმოწმებიათ და მერე ეს ფული, “სხივის” თანამშრომელმა “ქეშად” წამოიღო. ამაში პრობლემას ვერ ხედავს მერაბ დოლიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია და ესაა მთავარი. კითხვაზე, იცის თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, გვპასუხობს, რომ დანაშაული არავის ჩაუდენია და ინდმეწარმე ვის რას მისცემს, მისი საქმე არაა (?!); დოლიძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ მოაწერა ხელი თანხის გადარიცხვის საბუთს, როცა სამუშაო ნანახიც კი არ ჰქონდა, გვიპასუხა, რომ მისი მოვალეობა სწორედ საბუთებზე ხელის მოწერაა და არა თოხის და ბარის ქნევა!

ამ საბუთებში შავით თეთრზე წერია, რომ ზუსტად 4 დღეში, ი/მ გიორგი დოლიძემ გაწმინდა და გაასუფთავა ნიადაგი; დახნა და ფრეზირება მოახდინა; ამოიღო და სანერგეში გადაიტანა 450 ძირი ნერგი (რისი, არ წერია); აგეგმა ფართობი; ამოიღო ორმოები; დარგო ნერგები; ნერგების მისაკრავად დაამზადა ჭიგოები და შემდეგ მასზე მიაკრა ნერგები; შეიძინა ნერგების ჩასადები კონტეინერები, თესლების ჩასადები პოლიეთილენის ჭიქები, ორგანული და მინერალური სასუქები, ფუნგიციდები, საწამლი აპარატი, თოხი, ბარი, ნიჩაბი, ვედრო, ფოცხი, 1 მანქანა სილა-ნიადაგი, დიზელის საწვავი და სარწყავი მილი.

თუმცა, ეს ქაღალდზე _ რეალურად კი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ძველ შემოღობილ ფართში 300-მდე კაკლის საძირე ნერგი ბალახებშია ჩამალული და სხვა, დოკუმენტში ჩაწერილი სამუშაო შესრულებული არ არის, რაც ვასილ ცინცაძემ მერაბ დოლიძის თანდასწრებით აღიარა! ადგილზე არც ჭიგოა, არც მისი ყოფნის კვალი და საბუთში გაწერილი საწვავის შეძენა, რომელიც თითქოს გიორგი დოლიძემ იყიდა, ბლეფია, რადგან მუშამ “სხივის” დირექტორის თანდასწრებით თქვა, რომ საწვავის ღირებულება იმ 180 ლარში შედიოდა, რომელიც მას გადაუხადეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ ჩვენ დავინტერესდით, ჩატარდა თუ არა ნიადაგის კვლევა სანერგე მეურნეობის გასაშენებლად, რაზეც ვასილ ცინცაძემ თქვა, რომ ეს არ სჭირდება, რადგან იგი ძლიერი აგრონომია და კვლევის გარეშე იცის, რა ტიპის ნიადაგზე რა ხარობს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

შვეიცარიაში ქალები გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიფიცნენ

"საქართველო განვითარდება და ჩვენი ეკონომიკური ზრდა თითოეულ მოქალაქეზე აისახება" _ ბახტაძე

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო