რუსთავში ერთ-ერთ მაღაზიაში გველი ნახეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მესხიშვილის გამზირზე, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის საწყობში თანამშრომელმა ქვეწარმავალი შენიშნა.
ადგილზე გამოიძახეს სამაშველო და შესაბამისი სამსახურის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით გველი, რომელიც სავარაუდოდ შხამიანი იყო, მალევე დაიჭირეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.































































