ქვემო ქართლის რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე გია ანთაძე წარუდგინეს, _ ინფორმაცია ამის შესახებ ქვემო ქართლის მხარე ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
„გია ანთაძეს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ქვემო ქართლის რწმუნებულმა პირველ მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გოდერძი ჩაქსელიანი, ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და მოადგილეები: ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნიკა კობახიძე“ – აღნიშნულია ოფიაციალურ გავრცელებულ განცხადებაში.
გია ანთაძებოლო პერიოდში ა(ა)იპ „ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის“ დირექტორი იყო. 2025 წლის წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალარჩეულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ დაკავებული თანამდებობიდან გაუშვა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა, მაგრამ შემდეგ მმართველმა პარტია პაატა კუნჭულიას კანდიდატურაზე შეჯერდა.




































































