https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სიზმარშიც კი, უმეტესად სკოლაში ვარ” _ პედაგოგად დაბადებულის გულისთქმა

6:03; 11.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხშირად გვსმენია, რა გამოლევს ჩვენში დამსახურებულ, ცოდნით და შემოქმედებითი უნარებით განთქმულ მასწავლებლებს, რომელთაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ და უყვართ სკოლა და მოსწავლეები, თავიანთი საქმე. თუმცა, ბევრი არ არიან ისინი, ვინც ასეთ საქვეყნო საქმეს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, ერთსა და იმავე სკოლაში ემსახურა და საკუთარ ოჯახზე მეტი ამაგი გაიღო. ერთ-ერთი მათგანი დინარა ყაჭეიშვილია, ოზურგეთში, კვირიკეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, რომელიც საყვარელ საქმეს 50-წლიანი მუშაობის შემდეგ დაემშვიდობა.

რით იწყებს საუბარს? _ ფოტოალბომი უდევს წინ, უსაყვარლესი მოსწავლეების ფოტოებს გვაჩვენებს და ღიმილით, ცრემლით და სიყვარულით ნაზავი სიტყვებით ისე ეფერება თითქოს მის თვალწინ, ისევ პატარა გოგო-ბიჭები იდგნენ.

_ მონატრების წყურვილს ამ ფოტოებით ვიქარვებ. როგორ მიყვარს და მახსოვს ყველა… როგორ მენატრება ის დღეები, წლები… ნახევარი საუკუნე ბავშვების სიყვარულსა და სწავლებას ისე შევალიე, ერთხელ არ მინანია, რატომ ავირჩიე მასწავლებლის პროფესია, _ ამბობს ქალბატონი დინარა და უკვე სერიოზულ საუბარს თავის ბიოგრაფიაზე იმით იწყებს, რომ “სიცოცხლის სამოსახლოს” შუაგულში, ჩოხატაურში დაიბადა და გაიზარდა. იქ დაამთავრა პირველი სკოლა, მერე პედაგოგიური ინსტიტუტი თბილისში, დაწყებითი სწავლების მეთოდიკას დაეუფლა და მალე ოზურგეთელ ზაალ ვაშალომიძეზე დაქორწინდა. ამის შემდეგ მივიდა კვირიკეთის საჯარო სკოლაში და იქ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ემსახურა დაწყებითი სწავლა-განათლების საქმეს.
_ რა ვქნა, თავს არ ვიწონებ, არც ტრაბახში მინდა ჩამეთვალოს _ ცაცა კეკელიძის და გალაკტიონ ყაჭეიშვილის შვილობა მეამაყება. ჩემს მშობლებს ოთხი შვილი ვყავდით. ყველამ სათანადო განათლება მიიღო. ჩემი ძმის, ზურაბ ყაჭეიშვილის გარდაცვალებამ, სიცოცხლის წყურვილი გამინელა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ჩემი საქმე, სკოლა და საყვარელი ბავშვები, ჩემი ოჯახი მასულდგმულებდა და ამიტომ მოვედი დღემდე, _ გვიამბობს ქალბატონი დინარა და მრავალ ამბავს იხსენებს სასკოლო ცხოვრებიდან.

_ კურიოზები, როგორც ასეთი, არასდროს გადამხდენია. ისე იდუმალებით და სიყვარულით, სითბოთ იყო მოცული დაწყებით კლასებში მუშაობის თითოეული დღე, ხან მეჩვენება, ისე გავიდა დრო, თითქოს, ერთხელაც დავიძინე, მერე გამოვიღვიძე და “მორჩა კინო”… ბევრი საუკეთესო მოსწავლე მყავდა. არ შემიძლია მათი განსხვავება, ერთმანეთში გამორჩევა. გავიხსენებ მხოლოდ ერთ ყველაზე გულისამაჩუყებელ გამოშვების ზეიმს. ელენე შალიკაშვილიმა, რომელიც ახლა ოზურგეთის მე-2 ბაღის მასწავლებელია, ტირილი დაიწყო: “დედიკო, მე სახლში არ მოგყვები, დინარა მასწავლებელთან უნდა დავრჩეო”… დაუსხლტა დედას ხელიდან, შევარდა საკლასო ოთახში, დაჯდა თავის მერხთან და გულამოსკვნილი ტიროდა. დედამ ძლივს წაიყვანა. მე ვიდექი ფანჯარასთან და ვტიროდი. მეგონა, გული მიჩერდებოდა… მასწავლებლების ცხოვრებაში არის ასეთი ეპიზოდები, რაც, ალბათ, ბუნებრივია, _ ახლაც ცრემლი ეძალება ქალბატონ დინარას.

50 წლის განმავლობაში მიღებული მრავალი ჯილდო, მადლობა თუ დამსახურებისთვის გადაცემული სიგელი, ოდნავადაც ვერ გადაწონის იმ სიყვარულს, რომელსაც ხალხის, მისი აღზრდილების გულში უჩვეულო ცხოველმყოფელობა შესძინა.

ვერ ითვლის და არც ახსოვს, რამდენი საჩვენებელი გაკვეთილი და ღონისძიება ჩაუტარებია თავისი ნახევარსაუკუნოვანი მუშაობის განმავლობაში.

_ ახლა ყველაფერია. რას არ იყიდი, რას არ ნახავ. სავსეა მაღაზიები. მაშინ კი, ნახევარი საუკუნის წინ, ასე ადვილი არ იყო. თვალსაჩინოებებს საკუთარი ხელით ვაკეთებდი, ვძერწავდი, ვკერავდი, ვქსოვდი. უამრავ რაღაცას მოვიფიქრებდი, რომ ბავშვებისთვის სხვა თვალით დამენახებინა სამყარო, წიგნი, თითოეული ასო-ბგერთბილი ოჯახური გარემო მქონდა, თუმცა, ბავშვებს და სკოლას არაფერი მერჩივნა, _ იხსენებს ბავშვებზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგი.

დიანა ყაჭეიშვილი საკუთარ ოჯახზე საუბარისას სიტყვაძუნწობს. სხვათა შვილების ქება უფრო ხელეწიფება. მას ორი ქალიშვილი, სამი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს.
გულიკო ვაშალომიძე, პროფესიით ჟურნალისტი, ახლა გერმანიაში ცხოვრობს. თავისი ბედი ეროვნებით გერმანელს დაუკავშირა. მან დისერტაცია დაიცვა გერმანიაში და მუშაობასაც იქვე შეუდგა. ახლა ტყუპი შვილის აღზრდითაა დაკავებული. ხათუნა ვაშალომიძე მედიცინის მუშაკია და ისიც უცხოეთში ცხოვრობს. უფროსი შვილიშვილი გიორგი სალუქვაძე კი, ბიზნესაქმიანობითაა დაკავებული, ორი შვილის მამაა უკვე.

_ მათ შევნატრი… მათთან ერთად კი, ჩემს ყველა მოსწავლეს, რომლებიც ახლა “დიდი ქალები და კაცები” არიან… ვეფერები, როგორც ერთ დროს ვეუბნებოდი თითოეულს: “დიიდი” რომ გახდე, კარგად უნდა ისწავლო-მეთქი! სამი წლის წინ, როცა სკოლიდან ცხრა მასწავლებელი წამოვედით, საუცხოო გაცილება მოგვიწყვეს. თუმცა, ისევ იქ ვარ, სკოლაში… სიზმრებშიც კი, უმეტესად სკოლაში ვარ… ასეთი ყოფილა ეს გზა, ეს პედაგოგიური სარბიელი, რაც გავიარე. მინდა, ყველას, თითოეულ ახალგაზრდას თავისი საქმე, თავისი პროფესია ისე უყვარდეს, რომ არ ეთმობოდეს მასთან განშორება. ეს აუცილებლად დიდ კვალს დაატოვებინებს საქვეყნო საქმეში და მეტი, აბა, ამ ქვეყნად რა გვესაქმება?! _ ამბობს საუბრის დასასრულს ქალბატონი დინარა.

დინარა ყაჭეიშვილის, როგორც პიროვნების და პედაგოგის შეფასებისას, საზოგადოებაში, პედაგოგიურ კოლექტივებში, მის ყოფილ მოსწავლეთა შორის, ყველგან ისმის, რომ ის “პედაგოგად არის დაბადებული”.

პედაგოგი ლალი ქილიფთარი, ვისთან ერთადაც მრავალი წელი იმუშავა, ასე ახასიათებს ღვაწლმოსილ კოლეგას.

“როდესაც მე სამუშაოდ მივედი კვირიკეთის სკოლაში, დინარა ყაჭეიშვილი იქ დამხვდა. უცებ დავუახლოვდი. რაღაც მაგნიტივით ძალა ჰქონდა, როგორც ადამიანს, პედაგოგს… მასში მასწავლებელი და ადამიანი რაღაც განსხვავებული ძალით, ჰარმონიულად იყო შერწყმული. რაში უნდა დაგჭირვებოდა დახმარება, რომ გვერდით არ დაგდგომოდა. მისი გაკვეთილები სამაგალითო იყო; მისი მოსწავლეები მუდამ პეწით, უკომპლექსო, თავისუფალი აზროვნებით გამოირჩეოდნენ. კარგად მახსოვს ერთი შეხედვით უბრალო ამბავი _ მასწავლებელს ნაილი მიქაუტაძეს სახლის მშენებლობა ჰქონდა. ქალბატონი დინარა ცდილობდა, ყოველდღე მიეწოდებინა მშენებლებისთვის სადილი. ასე აშენებდა უამრავი წლების მანძილზე ის კოლეგების, მეგობრების, მეზობლების და რაც მთავარია, მოსწავლეთა გულებში საკუთარ სახლს, საკუთარ ადგილს. ამიტომაც დასდევს უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა, რასაც ვერანაირი სხვა ღირებულება ვერასდროს გადასწონის. დიდხანს სიცოცხლე მინდა, ვუსურვო”.

“გურია ნიუსი” გაზაფხულის დღესასწაულებს ულოცავს და ჯანმრთელ, ბედნიერ სიცოცხლეს უსურვებს ქალბატონ დინარა ყაჭეიშვილს, მისივე აღზრდილთა შეფასებით, “პედაგოგად დაბადებულს”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

რაზე თქვა უარი მერმა უდაბნოს მონასტრის გზის გაკეთების სანაცვლოდ

"კატეგორიულად დაუშვებელია" - პრემიერი

ყველა სიახლე

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო