“სრული აბსურდი” – ასე შეაფასეს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილი .
“სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა”, – განუცხადეს პრესსამსახურში “რუსთავი 2-ს”.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ “სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა”.




































































