https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    არქიმანდრიტი ილია თოლორაია: საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს – პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

    პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    საკრებულოს პირველი სხდომა ჩოხატაურში – ვინ სად დაინიშნა

    ოზურგეთში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

  • ფეისბუქსტატუსები

    მიხეილ სააკაშვილი: არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს

    “ქვეცნობიერი რა ოხერი რამეა” – რა გაეპარა საკუთარ გუნდზე წილოსანს და როგორ სცადა ჩასწორება?

    “2003 წლის შემდეგ ვცდილობდი”- რას წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი

    “მეტრო გაჩერდა გვირაბში, გოგო ცუდად გახდა”

    რა შემთხევაში თავისუფლდებით მიწაზე ქონების გადასახადისგან – იურისტის განმარტება

    “დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ამ ნათქვამზე”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ორი კვირის წინ პუტინი მესაუბრა და მითხრა: “ომის მოგვარება ვერ შევძელით და თქვენ მოგვიგვარეთ”

    ტაიფუნმა 66 ადამიანი იმსხვერპლა (უცხოეთი)

    სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ

    ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ალპებში ზვავის ჩამოწოლას მთამსვლელები ემსხვერპლნენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თანამდებობის პირებმა 12 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს- “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”

16:35; 9.10.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 198-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 12 მლნ ლარის ოდენობით. აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირეს.

ნაღდი ფულის სახით 6.6 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 76 უძრავი ქონება, 11 ავტომობილი და 4 იარაღი.

საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.

მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა ილია ინჯიამ და გურამ მაჭარაშვილმა

  • ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები – 1.5 მლნ ლარის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. შსს-ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლებმაც დეკლარაცია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შეავსეს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა საჩუქრები მიიღეს 2024 წელს.

“უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.

შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 5000-მდე საჯარო მოხელემ შეავსო. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციებში 2024 წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრებია მითითებული, საიდანაც საიდანაც ირკვევა, რომ 198-მა თანამდებობის პირმა 2024 წელს 12 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

198 თანამდებობის პირიდან 30 არის ისეთი, რომლებმაც საჩუქრის მიღება 2024 წლის დეკლარაციაშიც აღნიშნეს. აღნიშნულმა პირებმა 2023-2024 წლებში ჯამში 3.7 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.

თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ. 2024 წელს 127-მა პირმა ჯამურად 6.6 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 52 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 20 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღბული. ასევე, თანამდებობის პირებმა 76 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 43 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 11 ავტომობილი და 4 იარაღი.

ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. 2024 წელს მიღებული 12 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 4.6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 200 ათასი ევროში.

ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს. 1.8 მლნ ლარის საჩუქრები შვილებისგან  მიიღეს. ჯამურად 1 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, 621 ათასი კი ნათესავებმა.

საჩუქრები 66 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, 19-მა თანამშრომელმა ჯამში 1.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. მოსამართლეებმაც 1.3 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

როგორც ავღნიშნეთ, 30-მა თანამდებობის პირმა საჩუქრები 2023 წელსაც მიიღეს. მათ შორის, ჯამში ყველაზე მეტის – 778 ათალი ლარის საჩუქრები პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ზილფიმიანმა მიიღო. შემდეგ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბუბა ლომუაშვილი მოდის, რომელმაც 280 ათასი ლარის საჩუქრები მიიღო. კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ 188 ათასი ლარის საჩუქრები მიიღო 2023-2024 წლებში.

2024 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ – 150,000 დოლარი მშობლისგან
  • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ – 44,500 დოლარი შვილისგან
  • პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ – 61,500 დოლარი მშობლისგან
  • პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ – 43,000 დოლარი შვილისგან

10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

გიორგი კუჭუხიძე

(განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი)

გიორგი კუჭუხიძემ 528,142 ლარი მიიღო საჩუქრად მამისგან.

გიორგი ღიბრაძე

(ეროვნული უსაფრთხოების აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი))

გიორგი ღიბრაძის მეუღლემ თამარ ბიწაძემ 170,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო საჩუქრად დედისგან.

მამუკა ვასაძე

(უზენაესი სასამართლოს მოსამართლე)

მამუკა ვასაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, მამუკა ვასაძემ 406,500 ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.

ირაკლი შენგელია

(თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე)

ირაკლი შენგელიას მეუღლემ ლანა თევზაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად ირაკლი შენგელიასგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ბინის გასხვისებით მიღებული თანხა აჩუქა მეუღლეს. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 406,500 ლარია.

ირაკლი შენგელია აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.

ნინო ბაგაშვილი

(სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი)

ნინო ბაგაშვილმა 130,000 დოლარი მიიღო საჩუქრად მშობლისგან. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 352,300 ლარია.

იოსებ ჭელიძე

(შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2025 წლის ივნისამდე)

იოსებ ჭელიძემ 123,000 დოლარის ჯამური ღირებულების სამი უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 333,300 ლარია. იოსებ ჭელიძე სანქცირებულია ესტონეთის, ლიუტუვას და ლატვიის მიერ.

ლევან წიტაიშვილი

(სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე)

ლევან წიტაიშვილმა 78,500 დოლარის ჯამური ღირებულების ერთი საცხოვრებელი სახლი და სამი მიწის ნაკვეთი მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 317,000 ლარია.

ელგუჯა უნდილაშვილი

(დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე)

ელგუჯა უნდილაშვილის შვილმა ნიკა უნდილაშვილმა 300,000 ლარის ღირებულების ბინა მიიღო მამისგან საჩუქრად. კანონის თანახმად, ოჯახის წევრებს შორის გადაცემული საჩუქარიც უნდა დადეკლარირდეს.

დავით ონოფრიშვილი

(სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსი)

დავით ონოფრიშვილმა და მისმა შვილმა 248,000 ლარის ჯამური ღირებულების 5 უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად. საჩუქრების გამცემები და, დედა და შვილი არიან.

კახაბერ ესებუა

(თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე)

კახაბერ ესებუამ 247,199 ლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ანმსამბლ “ნართის” დამფუძნებელი ვარდო თოდრია გარდაიცვალა

13:48; 7 ნოემბერი, 2025
საზოგადოება

“საგანგაშო არაფერია” – მუნის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთში

11:57; 7 ნოემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

09:50; 7 ნოემბერი, 2025
საზოგადოება

“მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი გაუარესების გამო იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

21:19; 6 ნოემბერი, 2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:38; 6 ნოემბერი, 2025

ComCom-მა „ფორმულა", „ფორმულა მულტიმედია" და რადიოები გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: “ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება”

13:50; 7.11.2025
საზოგადოება

ანმსამბლ “ნართის” დამფუძნებელი ვარდო თოდრია გარდაიცვალა

13:48; 7.11.2025
სამართალი

,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება” _ სუს-მა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

12:49; 7.11.2025
სამართალი

“მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა”

12:29; 7.11.2025
სამართალი

მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს _ მას ბრალი უკვე წარუდგინეს

12:07; 7.11.2025
საზოგადოება

“საგანგაშო არაფერია” – მუნის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთში

11:57; 7.11.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

11:46; 7.11.2025
სამართალი

“ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე კოტეჯების უკანონოდ ჩადგმის საშუალებას იძლეოდა” _ დაკავებულია ორი პირი

11:35; 7.11.2025
სამართალი

“ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა”

11:14; 7.11.2025
ფეისბუქსტატუსები

მიხეილ სააკაშვილი: არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს

10:59; 7.11.2025
ფინანსები

აღმოაჩინეთ ბიზნეს 360° — საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის შესაძლებლობებს ქმნის

10:25; 7.11.2025
ფეისბუქსტატუსები

“ქვეცნობიერი რა ოხერი რამეა” – რა გაეპარა საკუთარ გუნდზე წილოსანს და როგორ სცადა ჩასწორება?

10:07; 7.11.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

9:50; 7.11.2025
საზოგადოება

“მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი გაუარესების გამო იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

21:19; 6.11.2025
ზაფრანი

უნდა მივირთვათ თუ არა 6 საათის შემდეგ

20:48; 6.11.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

მიხეილ სააკაშვილი: არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს

10:59; 7.11.2025
0

“ქვეცნობიერი რა ოხერი რამეა” – რა გაეპარა საკუთარ გუნდზე წილოსანს და როგორ სცადა ჩასწორება?

10:07; 7.11.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო