https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

TI: დასავლეთის ქვეყნებმა „ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა

9:01; 31.07.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ცნობით, დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 138-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.

“წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები და ცრუმოწმე პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.ანონიმური სანქციები (სავიზო შეზღუდვა / ქვეყანაში შესვლის აკრძალვა)2024 წლის გაზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა, რაც 200-ზე მეტ პირს შეეხო:შეერთებულმა შტატებმა – 110-ზე მეტ პირს დაუწესა ვიზაზე შეზღუდვები (იხილეთ სრული ქრონოლოგია ქვემოთ), მათ შორის: პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს.ამ პირთა ზუსტი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო. თუმცა, თითოეული ამ პირისთვის შეზღუდვა ასევე ვრცელდება მათ ოჯახის წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირების რეალური რაოდენობა მთლიანობაში რამდენიმე ასეულია.გერმანიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე“. ამ პირთა ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 9 პირის ვინაობის შესახებ.ლატვიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 84 მოქალაქეს. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.პოლონეთმა – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.უვიზო რეჟიმის გაუქმება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის2025 წლის 27 იანვარს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, შეზღუდვა შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:

  • საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში.
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები.
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელები.

2025 წლის ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურეს, რომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე შეჩერებული იყო ევროკავშირის 11 წევრი სახელმწიფოს მიერ: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია.სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო სულ მცირე 1000 ქართველ თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ თანამდებობის პირს ეკუთვნის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები (700-მდე) და რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს გამოყოფილი კვოტები ასეთი პასპორტების გასაცემად საკუთარ თანამშრომლებზე (200-მდე); ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება დიპლომატიური პასპორტები საგამონაკლისო წესით გასცეს ნებისმიერ პირზე.
სანქციების დაწესების ქრონოლოგია

  • 2025 წლის 22 ივლისი: ლიეტუვამ დამატებით 10 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
  • 2025 წლის 17 ივლისი: ესტონეთმა დამატებით 19 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
  • 2025 წლის 14 ივლისი: ლატვიამ დამატებით 55 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
  • 2025 წლის 17 აპრილი: პოლონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
  • 2025 წლის 10 აპრილი, გაერთიანებულმა სამეფო სანქციებს უწესებს 4 ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.
  • 2025 წლის 2 აპრილი, გაერთიანებულმა სამეფო სანქციებს უწესებს კორუფციაში ჩართულ 2 ქართველ მოსამართლეს.
  • 2025 წლის 24 მარტი, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა ანონიმურად აუკრძალა კიდევ 4 ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში.
  • 2025 წლის 3 მარტი, ესტონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა 55 ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების დევნაზე.
  • 2025 წლის 3 მარტი, ლატვიამ ქვეყანაში შესვლის ანონიმური აკრძალვა დაუწესა 16 საქართველოს მოქალაქეს.
  • 2025 წლის 3 მარტი, ლიეტუვამ  ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 74 ქართველ თანამდებობის პირს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და რეპრესიების გამო.
  • 2025 წლის 29 იანვარი, ჩეხეთმა სანქციები დაუწესა 3 ქართველ სამართალდამცავ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში.
  • 2024 წლის 31 დეკემბერი, გერმანიამ ქვეყანაში შესვლის ანონიმური აკრძალვა დააწესა 9 პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე.
  • 2024 წლის 27 დეკემბერი, აშშ-მ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვისთვის.
  • 2024 წლის 20 დეკემბერი, ლატვიამ ქვეყანაში შესვლის ანონიმური აკრძალვა დააწესა საქართველოს 13 მოქალაქეზე.
  • 2024 წლის 19 დეკემბერი, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 5 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე.
  • 2024 წლის 19 დეკემბერი, აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 მაღალჩინოსანს მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ სისასტიკისთვის.
  • 2024 წლის 19 დეკემბერი, აშშ-მ ვიზების შეზღუდვა დააწესა 12 საქართველოს მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებზე, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის იძულებისა და დაშინების გზით ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის მიზნით.
  • 2024 წლის 15 დეკემბერი, ესტონეთმა 14 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალისა და სასტიკი ძალადობის გამოყენებისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.
  • 2024 წლის 15 დეკემბერი, ლიეტუვამ 17 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობისა და ჩაგვრის საპასუხოდ.
  • 2024 წლის 12 დეკემბერი, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების თანამშრომლებს, ასევე კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
  • 2024 წლის 5 დეკემბერი, უკრაინამ 19 ქართველ თანამდებობის პირს „საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესების გაყიდვის“ გამო სანქციები დაუწესა.
  • 2024 წლის 2 დეკემბერი, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა 11 ქართველ თანამდებობის პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
  • 2024 წლის 16 სექტემბერი, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დააწესა 60-ზე მეტ საქართველოს მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. ეს პირები მოიცავს მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართულ ბიზნეს ლიდერებს, პირებს, რომლებმაც გაავრცელეს დეზინფორმაცია და ხელი შეუწყვეს ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავი ორგანოების წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში და პარლამენტის წევრებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
  • 2024 წლის 16 სექტემბერი, აშშ სანქციებს უწესებს 4 საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის ორ მაღალი რანგის სამართალდამცავ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში.
  • 2024 წლის 6 ივნისი, აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დააწესა 30-მდე „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახის წევრზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და კერძო მოქალაქეებზე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, კონკრეტულად კი: მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფა, მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება.
  • 2023 წლის 14 სექტემბერი, აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის მთავარ თანამოაზრეს, ოთარ ფარცხალაძეს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან თანამშრომლობისთვის, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით.
  • 2023 წლის 5 აპრილი, აშშ-მ ვიზების შეზღუდვა დაუწესა 4 ქართველ მოსამართლეს, მათი მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების გამო.
  • 2022 წლის 19 ოქტომბერი, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის 4 ნათესავს რუსეთთან თანამშრომლობისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუცია2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასაქნციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები.მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:

  • ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
  • ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი – პარტია „ქართული ოცნების“ მმართველი პირები.
  • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი.
  • გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
  • ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
  • ივანე ჩხარტიშვილი, ილია წულაია, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები.
  • თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე.
  • კახი ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
  • ლაშა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი.
  • ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
  • მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე – სასამართლო „კლანის“ ლიდერი მოსამართლეები.
  • ირაკლი რუხაძე – „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი.
  • თამაზ გაიაშვილი – ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი.
  • ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე – ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

ევროკომისიის სია2025 წლის 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ სანქციებისთვის მზად 15 საქართველოს მოქალაქის სია, რომელშიც ორი მოსამართლე შედიოდა. თუმცა, ევროსაბჭოში კონსენსუსის არარსებობის გამო, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო”,_ აცხადებს “საერთაშორისო  გამჭვირვალობა-საქართველო”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსანქცია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

"ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს

დონალდ ტრამპი მედვედევს აფრთხილებს

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო