„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”,_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.