“ბომონდის” ინფორმაციით, მაისში ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელოდება. ასტროლოგების თქმით, მერკური მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებსა და პოზიტიურ მოვლენებს ამზადებს.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 3 მაისს მერკური – ურთიერთობების, ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, დოკუმენტაციისა და ვაჭრობის მმართველი პლანეტა კუროს ნიშანში გადავიდა. იგი ზოდიაქოს მეორე ნიშანში 2026 წლის 17 მაისამდე იქნება.
3-დან 17 მაისამდე პერიოდში პლანეტის დადებით გავლენას ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:
- კურო
- ქალწული
- თხის რქა
- კირჩხიბი
- თევზები
კუროებისთვის ეს პერიოდი პერსონალურ ტრიუმფს გამოიწვევს, რადგან ნებისმიერი მოლაპარაკება მათ სასარგებლოდ დასრულდება.
ქალწულებს მერკური ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის, რაც განსაკუთრებით სწავლაში, მოგზაურობასა და იურიდიული საკითხების მოგვარებაში გამოიხატება.
თხის რქებისთვის ეს დრო შემოქმედებით აღმავლობას მოიტანს. საყვარელი ჰობი შესაძლოა, შემოსავლის წყაროდ გადაიქცეს, პირადი ცხოვრება კი სასიამოვნო სიახლეებით დაიტვირთოს.
კირჩხიბები სოციალურ აღიარებასა და გავლენიანი მფარველების მხარდაჭერას იგრძნობენ, რაც სამომავლო გეგმების განხორციელებას გაადვილებს.
რაც შეეხება თევზებს, ისინი საჭირო ინფორმაციას დროულად მიიღებენ და შესყიდვებისა და ახალი ცოდნის ათვისებით თვალსაზრისით, დიდ წარმატებას მოაღწევენ.
ვრცლად: ბომონდი



































































