https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საპარლამენტო უმრავლესობის ხისტი პოზიცია

22:06; 4.06.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თავისუფალი დემოკრატები” საკანონმდებლო ორგანოში 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოვიდნენ. უმრავლესობამ ეს ინიციატივა ჩააგდო. ბიუროს სხდომაზე დეპუტატ გია ცაგარეიშვილს მიხეილ მაჭავარიანმა პოლიტიკური შეფასებისგან “თავის შეკავებისკენ” მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-17 მუხლის თანახმად, დეპუტატს აქვს უფლება მოინახულოს დროებითი დაკავების იზოლატორებში მოთავსებული დაკავებული პირები. ამ მოთხოვნით ცაგარეიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს. _ პარლამენტი, სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა გამოიკვლიონ, თუ ვინ გასცა მომიტინგეთა ასეთი სისასტიკით დარბევის ბრძანება. დაკავების შემდეგ კი შეგნებულად გადაანაწილეს ისინი რაიონებში _ თბილისს გაარიდეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 180-მდე ადამიანია დაკავებული. გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა… უმრავლესობამ რაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს იყო “დაანონსებული ძალადობა”, ხელისუფლების და ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა ერთმანეთისაგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა _ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთ მძიმე დანაშაულზე პარლამენტში არ შექმნილა საგამოძიებო კომისია, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში გია ცაგარეიშვილი.

_ რატომ არის უმრავლესობის პოზიცია ასეთი ხისტი?

_ მათ არა აქვთ საკუთარი პოზიცია და შეთანხმებულ პასუხებს იძლევიან. არადა, სამართლებრივის გარდა, არსებობს მორალური სახის შეფასება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საგამოძიებო კომისიამ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა დადოს დასკვნა, თუ ვინ გასცა რბევის ბრძანება. დასჯის მთავარი პროკურატურა იმ პოლიციელებს, რომლებმაც ხელშეკრული ადამიანები დახოცეს, შემდეგ კი, თითქოს ელექტროსადენებით გარდაცვლილები “აღმოაჩინეს” მაღაზიის სახურავზე?! საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, თუ ვინ გასცა ბრძანება ალყაში მოექციათ მომიტინგეები და არც ერთი მხრიდან გასაქცევი არ ჰქონოდათ?! დაისჯება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 18 ჟურნალისტის დაზარალებისთვის ვინმე?! ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ პოლიციელი მათია, მომიტინგე _ ჩვენი; ასე ყოფენ ისინი ადამიანებს “თავისიანებად” და “სხვისიანებად”. ყველა ფაქტი გამოსაძიებელია. ჩვენი ვალდებულებაა, მოვითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და არ დავემსგავსოთ ისეთ უთავმოყვარეო დეპუტატებს, როგორიც გია თორთლაძეა _ მისი განცხადებით, თურმე, 26 მაისს ვანო მერაბიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა!

_ უმრავლესობა ჩააგდებს ამ ინიციატივას; მათი არგუმენტია, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ატარებს მონიტორინგს, თქვენ კი სიტუაციით სპეკულირებთ….

_სახალხო დამცველი ინსტიტუტი არ არის ის დაწესებულება, სადაც შეიძლება მსგავსი კომისიები შეიქმნას. გიორგი ტუღუშს არ სურს მისი მოღვაწეობა უმრავლესობამ სოზარ სუბარის მოღვაწეობის მსგავსად შეაფასოს. სად უნდა შეიქმნას ეს კომისია, თუ არა პარლამენტში, რომლის თვალწინ ხელისუფლებამ სასტიკად დასაჯა ადამიანები?! საგამოძიებო კომისიაზე პირის გამოუცხადებლობა ან თავშეკავება ისჯება სისხლის სამართლის პასუხისგებით.

_ საზოგადოებას აქვს უამრავი კითხვა, დაკარგულია 45 მოქალაქე, დროებით იზოლატორებში განთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატების თქმით, ძალიან მძიმეა…

_ სწორედ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ასეთ ფაქტებზე; დაკავებულები რაიონებში გადაიყვანეს, რომ იქ ცემით ამოხადონ სული. ბიუროს სხდომა კი ჰგავდა შვეიცარიის, ნორვეგიის თუ ისლანდიის პარლამენტების სხდომებს _ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. ჩავაბარე დაკავებულთა მონახულების შესახებ მოთხოვნა და ველოდები, რა პასუხს გამცემს პარლამენტის თავმჯდომარე. რაც ჩვენ დაგვემართა, ეს საერთო უბედურებაა და არა მარტო იმ ხალხისა, ვინც ქუჩაში იდგა. ხელისუფლებასაც ხელს აძლევდა ორგანიზატორების ასეთი რადიკალიზმი, სამწუხაროდ, მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. როცა ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა ციხიდან, ვკითხე _ არ იცოდი, რომ ასე მოგექცეოდნენ-მეთქი?! მიპასუხა, არაო. ახლა ბურჯანაძე ამბობს, რომ ასეთი სისასტიკით დარბევას არ ელოდა.

როცა წლების მანძილზე მათთან ერთად ხარ და ერთ წვენში იხარშები, ძნელი დასაჯერებელია, რომ არ იცი მათი ბუნება. აღარ ვსაუბრობ “ქართულ პარტიაზე”, რომელიც სამარცხვინო მოვლენად იქცა ქართულ ოპოზიციაში.

ხელისუფლება ვალდებულია თავი აარიდო ნებისმიერ პროვოკაციას, რადგან მას აქვს ბევრად მეტი მატერიალური, ინსტიტუციონალური რესურსი, მაგრამ მოხდა პირიქით _ხელისუფლებამ ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია, რომლის დროსაც სისასტიკის მისეულ ფანტაზიას აღარ ჰქონდა საზღვარი! სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება გახდა გადაულახავი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი: _ დააკავეს 24 მოქალაქე სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, ბრალი წაუყენეს ბადრი ბიწაძესაც. ამ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაში არ დარჩება კითხვის ნიშნები.

_ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა არ დაუშვებს საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში?

_ ვერ ვხედავ კომისიის შექმნის აუცილებლობას; ყველა მსგავსი ღონისძიების დროს ტარდება შიდამოკვლევა, რომელიც არკვევს ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის გადაცდომებს. ამ საკითხის ირგვლივ პოლიტიკური აჟიოტაჟი მხოლოდ დააზიანებს მოკვლევის პროცესს.

_ კადრები, რომლებიც ვნახეთ, იყო შემზარავი. რატომ მოექცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ასე სასტიკად?

_ იყო თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, მოკვლევის შედეგად გავიგებთ; ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაშიც ვიხილეთ ტელევიზიით.

_ დაისჯება ის ძალოვანი, რომელმაც თავის მოვალეობას გადაამეტა?

_ მოკვლევის შედეგად დადგინდება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე:

_ ის, ვინც ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას, უნდა დაისაჯოს; მაქვს იმედი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს; შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა სწორად ბრალი წაყენებული.

_ იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რაც მოხდა 26 მაისს და დღემდე გრძელდება?

_ ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვასა და აყვავებაზე. გამოძიების ვერსიით, თქვენ იცით, რამ გამოიწვია თითოეული ადამიანის სიკვდილი.

_ არის ბევრი საეჭვო გარემოება! თუ ხელისუფლებას ხელთ ჰქონდა ასეთი მასალები, რატომ არ გამოქვეყნდა მანამდე?

_ ჩვენ ვთვლით, რომ ბევრად სასარგებლოა თითოეული ფაქტი გამოვიძიოთ თავიდან ბოლომდე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გვექნება ასეთი კერები. ამიტომ, ისინი დამუშავებული უნდა იქნას, გამოვლენილი და დასჯილი.

_ საერთაშორისო საზოგადოებამ ნეგატიურად შეაფასა ხელისუფლების მოქმედება.

_ ასეთი არ არის საერთაშორისო აზრი, მიმდინარეობს მოკვლევა, ის ამ შემთხვევაშიც შედგება.

_ რამდენად ლეგიტიმური იყო ასეთი ფორმით აქციის დაშლა?

_ რა თქმა უნდა იყო ლეგიტიმური, ჯერ დაველოდოთ მოკვლევას და მერე შევაფასოთ. ვინ იყვნენ შემკვეთები? დაშლის შემკვეთი და შემსრულებელი იყო სახელმწიფო, რად უნდა ამას საგამოძიებო კომისია?! პირდაპირ გეუბნებით, მისი მოქმედება იყო სრულიად ლეგიტიმური! დღეს ამ საკითხებზე ვერ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ცხადად გამოჩნდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026

20 000 ლარი ფილმის ბილეთისთვის

"ამაღლება" ამაღლებაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო