https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მანდარინის რევოლუცია” გურიაში – ყუთების პრობლემიდან საზღვრების პრობლემამდე

12:12; 10.12.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე უამრავ ადამიანს შეხვდებით, ვინც მანდარინის კლიენტს ამაოდ ეძებს. “სად ჯანდაბიდან მოვარდა ეს ქარბუქი, ეს გვაკლდა”, “შიშისგან და ნერვიულობისგან მაკანკალებს _ სად წავიღო 20 ტონა მოკრეფილი მანდარინი, სანამდე შევინახო?” “ისე ვარ გამწარებული, ერიცახე მაკლია და ან დეპუტატს დავეტაკები ან გამგებელს ან კიდევ ვიღაცას. არ შემომაკვდნენ, ნუ იძახიან მაინც, გზა გახსნილია და მანდარინზე ვზრუნავთო”, “თხილი რომ იყოს, შეინახავ, ნაწილ-ნაწილ შეჭამ ან გამოიყენებ რაღაცაში, ამას რამდენს შეჭამ? ძაღლმა შეგჭამოთ მთავრობა ხარ თუ მისი მიმდევარი”… ასეთ საუბარს ყველგან მოისმენთ. 

78 წლის მეციტრუსე ხუტუ ბერაძე, სოფელ ქაქუთის მკვიდრი: 14 ტონა მანდარინი სახლში მაქვს დაყრილი. მოვიარე ბათუმი, ურეკი, მერია, ოზურგეთი… კაცი არაა წამღები. იძახიან, რუსეთში მიაქვს ვიღაცასო. სადაა ეს ვიღაცა? სადღაც ვიღაც გაძვრა და კვირაში ერთხელ მოახერხა 2 ტონა მანდარინის წაღება, ესაა საქმე? მასე რაგატკით გეიქნიე ერთი ცალი საზღვარს იქით და მორჩა. ორშაბათს მერიის ჩასაბარებელ საწყობში დამიბარეს, ვნახავ ერთი, რას მეტყვიან.

ბადრი ცეცხლაძე, ფერმერი: “დრუჟბას” ავიღებ და მოვჭრი ძირში, მეტი გზა არაა, სად წავიღო 10 ტონა მანდარინი? მთლად დამექცევა ოჯახი აბაშიძის ქუჩაზე რომ დავჯდე, თორემ გაფიცვას დავიწყებდით! ხალხი წკიპზეა! შვიდი მდივანი რომ აირჩია “ქართულმა ოცნებამ”, ჰკითხეთ, კიდევ არ გინდათ-თქო? რას მდივნობენ ასეთს, გაგვაგებინეთ, არამი იყოს ის ხმები, რაც მივეცით. იქნებ, არ მოვკვდეთ და ეს მთელი წლის ზარალიც გადავიტანოთ, ყოჩაღ, თქვენ-თქო, მიგვიწერეთ ერთი, სულ ასეთი ახალი წელი გაგთენებოდეთ, დამპალი მანდარინის მეტი არაფერი გქონოდეთ სუფრაზე, ცოდვა-ბრალი მოგეკითხოთ-თქო.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებს ეწვია და  უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა ბევრად უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ამის შესახებ შორიდან ჩანს. ასეულობით ტონა მანდარინი ან მოკრეფილი უფუჭდება ხალხს, ან ხეზეა, თოვლმა მოუსწრო და მისი ვარგისიანობის შანსი ნაკლებია. 

პირველად ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მანდარინის მიმღებ პუნქტს ვეწვიეთ, საიდანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ციტრუსოვანთა ნაყოფი რუსეთში გააქვთ. შპს “ივა” სოფელ მერიის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნული შპს-ს მფლობელი რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი ივანე გაბუნიაა. ადგილზე კი მიმღები, მამუკა სხირტლაძე დაგვხვდა.

მამუკა სხირტლაძე: მაინც ვინ არის უკმაყოფილო? რომელი გლეხი? ჩვენ მანდარინს ვიღებთ, არის პრობლემებიც, რომელთა დაძლევაში თქვენც უნდა დაგვეხმაროთ.

_ ადგილობრებს ტონობით მოსავალი უფუჭდება, ადამიანები ტირიან. მეტი უკმაყოფილება რა გინდათ?

_ ჩვენ ამ საწყობში 120 კაცი გვყავს დასაქმებული. დღეში 20-30 ტონა მანდარინს ვიღებთ. ორი დღეა, 16 ტონა გვაქვს დამზადებული. ახლა ესაა გასატანი, რაც აქ გვაქვს.  ვმუშაობთ და ხელის შეშლა კი არ გვინდა, დახმარება გვჭირდება. ჩვენზე უკეთ ვინ მუშაობს? აგერ სია გვაქვს იმ ხალხისა, ვისაც მანდარინის მიღებას შევპირდით.

_ რამდენი ტონის მიღებას შეპირდით და როდის მიიღებთ?

_  ყუთები არ გვაქვს. დღეს რომ ყუთები გვქონდეს, 460 ტონას მივიღებდით. მთავარი პრობლემა ყუთია, ფული არაა პრობლემა. ცელულოიდის ყუთები არ გვაქვს. უფრო სწორად, ქარხანამ ვერ მოგვაწოდა. ქობულეთში და ხელვაჩაურში არის სპეციალური ქარხნები, მაგრამ ეტყობა, მასალა არ ჰქონდათ. ახლა თურქეთიდან ველოდებით, უნდა შემოიტანონ. ამაზე ჩვენი ხელმძღვანელი ზრუნავს.

ხელმძღვანელი რუსეთში მცხოვრები ივანე გაბუნია “გურია ნიუსს”  არსებულ პრობლემაზე ესაუბრა და არც ის დაუმალავს, რომ წელს თუ აპირებდა 200 ტონა მანდარინის რუსეთში გატანას, ამას მხოლოდ ახალი წლის შემდგომ დღეებში მოახერხებს, თან შესაძლოა მხოლოდ 50 ტონის გატანა მოახერხოს.

“სურვილი მაქვს გავიტანო მანდარინი, თუმცა, შეფერხება ძალიან დიდია,” _ გვითხრა მან.

_ ბატონო ივანე, თქვენი თანამშრომლები “გურია ნიუსს” ეუბნებიან, რომ ყუთების პრობლემა არსებობს, თორემ დღეში 20-30 ტონა მანდარინს მიიღებენ. გამოდის, რომ ეს ასე არ არის?

_ ყუთების პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა ეს ახლა გარკვეულია და თურქეთიდან შემოვიტან. მთავარი სხვა რამეა, ესაა საზღვრების პრობლემა. საზღვარზე გამშვები პუნქტები საღამოს რვა საათის მერე აღარ მუშაობენ. დილითაც მოგვიანებით იწყება მუშაობა. ახლაც ოთხი ტრაილერი აზერბაიჯანის გავლით მოდის, თუმცა საზღვარზე დგას, საქართველოში ვერ შედის. სამი ტრაილერი კი რუსეთში ვერ შემოდის საქართველოდან, ესენიც დგანან. გარდა ამისა, ადგილზე ჩასვლა-წამოსვლას 15 დღე აგვიანდება. ასე რომ ვთქვათ, რუსეთი ძალიან ნელა მუშაობს! (სწორედ ისე, ენამოსწრებულმა გურულმა რომ გვითხრა ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე, “ისე ცოტა გაქვთ, რაღა რაგატკით გაგისვრიათ ერთი ცალი მანდარინი საზღვარს იქითო _ავტ.). თანხა კი ჩასვლისთანავე ჩაირიცხება, ეს არ არის პრობლემა. კილოგრამის ფასი 50 თეთრია, ჩვენი ტრანსპორტირებით. ასე რომ, ყუთების პრობლემაც არის და უფრო მეტად კი საზღვრის პრობლემაა. ამასობაში კი მოვიდა ახალი წელიც და თუ ვაპირებდი და ძალიან მინდოდა 200 ტონის გატანა, ახლა მხოლოდ 50 ტონის გატანას თუ მოვახერხებ ნაახალწლევს, მეტის იმედი არ მაქვს.

სოფელ მერიის მკვიდრი ვახტანგ ბაქანიძე ამბობს, რომ როცა საზღვარზე ბაჟს შეამცირებენ, მყიდველიც აქტიური იქნება და მეტი შემოვა. აქამდე კი იმიტომ არ შემოდიან მყიდველები, რომ აფრთხობთ ასეთი დიდი ხარჯები.

ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა.  როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაზაფხულზე მთავრობის მიერ გაცემულმა დახმარებამ გლეხს საშუალება მისცა პლანტაციები შეეწამლა, დაემუშავებინა. შედეგიც საუკეთესო დადგა _ უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა. თუმცა, უბედურების მეტს ვერაფერს უწოდებ იმ ფაქტს, რომ მოკრეფილ მანდარინს ხალხი 20 თეთრადაც ვერ აბარებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა და ამას ზედ დაემატა სტიქია, მოვიდა თოვლი და მოსახლეობის 70%-ს მანდარინი მოუკრეფავი აქვს. 

_ სჯობდა, თოვლი მოსულიყო, ვიდრე ასეთი ამინდი ყოფილიყო. ახლა აქ წვიმს და ძალიან ცივა. ხალხი შიშობს, რომ ამინდი ძალიან ცვალებადობს, მთელ გურიაში თოვლია და ყინვა უფრო მოსალოდნელია, რაც მანდარინს მთლიანად გაანადგურებს, _ ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ შრომის გამგებელი მაყვალა დარჩია. მისივე თქმით, სოფელ შრომიდან ჯერ ერთი სატვირთო ტრაილერი გავიდა, რომელმაც 20 ტონამდე მანდარინი წაიღო ვლადიკავკაზში. 50 ტონამდე ხალხს მოუკრეფავი აქვს. რა გითხრათ, მე თვითონ არ ვიცი. რა ჰქნას ხალხმა, ძალიან ცუდ დღეში არიან ადამიანები, თუ რაიმეთი არ დაეხმარა ხელისუფლება, არ ვიცი, რა იქნება..

მანდარინის რეალიზაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის აზრი ასე ფიქსირდება : მთავრობამ გზა გახსნა და ახლა დანარჩენზე ბიზნესმა და რაიონის ხელმძღვანელობამ იზრუნოსო…

მეტად უცნაური სამთავრობო გადაწყვეტილება გააცნო მანდარინის მფლობელებს, ახლახან თბილისიდან დაბრუნებულმა სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა ჭყონიამ. მან “გურია ნიუსთან” საუბარშიც განმარტა, რომ გადაწყვეტილია, საექსპორტოდ გატანილი მანდარინის თითოეულ კილოგრამზე დაემატოს 15 თეთრი, ეს იქნება საექსპორტო სუბსიდირება. ასევე არასტანდარტულ მანდარინზე 10 თეთრი დაემატება. თუმცა, არ ვიცი, როგორ შემუსავდება ამის მექანიზმი. ესაა, გადაწყვეტილება მიღებულია.

_ ბატონო გიორგი, ეს როგორ, ვინც მოახერხებს და საექსპორტოდ გაიტანს მანდარინს, კიდევ იმას დაემატება თანხა სუბსიდიის სახით? საერთოდ რომ ვერ ყიდის და ათი ტონა სახლში ულპება, იმან რა ჰქნას? საექსპორტოდ ხომ ცოტა რაოდენობის გატანა ხერხდება…

_ დიახ, მხოლოდ საექსპორტოდ გატანილ მანდარინს დაემატება. ეს სწორად მიანიშნეთ, ხალხი შეცდომაში არ შევიდეს. ასეა გადაწყვეტილი. ვინც საერთოდ ვერ გაყიდის, იმას არც არაფერი მიეცემა.

_ დაზარალებულს ვინ დაეხმარება? კომპენსაციაზე თუ ფიქრობენ? 

_ ჯერ არაფერია ცნობილი, მიეცემათ თუ არა კომპენსაცია იმ პირებს, ვინც იზარალა მანდარინი ან მომავალში იზარალებს.

_ თქვენ თუ მიიტანთ მთავრობამდე ამ ამბავს დაუყოვნებლივ?

_ რა თქმა უნდა, მივიტანთ.

_ არასტანდარტულ მანდარინზე, ე.წ. “ენესზე” უნდა გკითხოთ, ამის შესახებ რა იცით? არც ასეთ მანდარინზე იქნება კომპენსაცია?

_ არის საუბარი, რომ ასეთ კილოგრამ მანდარინში 10 თეთრს მისცემენ. ოღონდ ამას ჩაიბარებენ ქობულეთის წვენების ქარხანაში, რომელიც ერთადერთია და არის უზარმაზარი რიგები…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11 სექტემბერი, 2026

"შესაძლოა რუსეთმა ანტიქართული პროპაგადა საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში განახორციელოს"

ლევან კორტავას ოჯახის ადვოკატი შესაძლოა საქმეს ჩამოშორდეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო