https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეფექტური სამოქალაქო კონტროლისთვის, შსს-ს სტრუქტურული დაყოფა მნიშვნელოვანია”

10:08; 1.08.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სამართალდარღვევების შემცირება, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საზღვრების დაცვა, გადაუდებელი სიტუაციების პრევენცია და მართვა, მიგრაციის მართვა, ნარკომანიისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, ადამიანის ტრეფიკინგი, კორუფციის, ტერორიზმსა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვა და გამოძიება – ეს ის საკითხებია, რომლებიც შს სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის. 

სამინისტრო აერთიანებს 26 დეპარტამენტს, 11 რეგიონული სააგენტოს და 6 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სადაც დაახლოებით, 35 000 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ასეთი მძლავრი უწყება  2004 წლის კონსტიტუციით  მივიღეთ, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, უწყების სტრუქტურული და სისტემური რეფორმირება დადგა დღის წესრიგში.  

ამ და უწყების ეფექტური კონტროლის პრობლემაზე იყო საუბარი "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" მიერ წარდგენილ ანგარიშში, სადაც ავტორებმა რეკომენდაციები გასცეს.

"… შსს-ს ფუნქციების გაზრდასთან ერთად დადგა დემოკრატიული კონტროლისა და გამჭვირვალობის საკითხი, რაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისა და აქტივისტების შეშფოთების მთავარ საგანს წამოადგენდა როგორც სააკაშვილის პერიოდში, ასევე ახლაც.

ამას გარდა, გაჩნდა შეკითხვები უწყების ეფექტური ფუნქციონირებისა და მართვის უნარზე. როგორც კვლევა ცხადყოფს არ არსებობს მტკიცებულება შსს-ში ეფექტური მართვისა და დაგეგმვისთვის საჭირო რაიმე სახის მექანიზმის არსებობის შესახებ.

…შსს დღესაც რჩება უზარმაზარ და ცუდად მართულ ორგანიზაციად, რაც რთულს ხდის ორი მთავარი პრობლემის – დემოკრატიული კონტროლისა და გამჭირვალობის მოგვარებას და ეფექტური რეფორმის შედეგად მის სწორ ფუნქციონირებასა და მართვას", _ ეს ის მცირე ამონარიდია კვლევიდან, რასაც შს სამინისტროს მხრიდან, დაუყოვნებლივ მოჰყვა სპეციალური განცხადების გავრცელება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანგარიში ფაქტობრივ უზუსტობასა და ფაქტების არაადეკვატურ შეფასებას შეიცავს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვრცელი დოკუმენტი მოამზადა, სადაც არსებული უზუსტობებისა და წარმოდგენილი შეფასებების საწინააღმდეგო არგუმენტები მიუთითა, თუმცა "ატლანტიკური საბჭოს" ანგარიში უცვლელი დარჩა და კვლავ შეიცავს საზოგადოების შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს კომპეტენცია სცდება ერთი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, როგორიცაა საზოგადოების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, კონტრდაზვერვა და კრიზისული სიტუაციების მართვა. თუმცა, ამ მხრივ, არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც აღნიშნული ფუნქციები ერთი უწყების ფარგლებშია გაერთიანებული.

ასევე აღნიშნულია, რომ თითქმის საერთოდ არ არსებობს სტრატეგიული დონის დოკუმენტები, გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები.

შსს-მ გამოაქვეყნა 2013 წლის განვითარების სტრატეგია, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებული პირველი სტრატეგიული დოკუმენტი იყო.

შსს-მ 2014 წელს, ასევე, კვლავ შეიმუშავა განვითარების სტრატეგია. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დანერგვა წარმოადგენს. შსს აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები ჩართულნი არიან მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თუ შს სამინისტროს ეს განცხადება, ანგარიშში იმაზე საუბარმა, რომ უწყება დიდ ძალაუფლებას ფლობს და გაცემულმა რეკომენდაციამ გამოიწვია, მაშინ გასაკვირია, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კოალიციის მიერ  მომზადებულ  წინასაარჩევნო პროგრამაში იყო საუბარი, რომ აღნიშნული უწყების რეფორმა უნდა მომხდარიყო.

"სამინისტრო, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, მხოლოდ მმართველობის სტრატეგიულ დონეზე უნდა მოქმედებდეს და მას არ უნდა ჰქონდეს ოპერატიულ დონეზე უშუალო პოლიციური ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება.

პოლიცია უნდა იყოს საშინაო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დეპარტამენტის სახით არსებული სამართალდამცვი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას", –  განმარტებული იყო პროგრამაში.

ამავე პროგრამის თანახმად, უნდა შექმნილიყო პოლიციის  ფუნქციის მქონე ორი დეპარტამენტი: პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შევიდოდა შემდეგი ქვესტრუქტურები – საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოეყოფოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები.

"უნდა შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით,  სტრუქტურითა და ფორმით,  ოპტიმალური რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის საკადრო შემადგენლობით, რომელიც გარკვეულ სამოქალაქო კონტროლს დაექვემდებარება", – ეწერა მთავრობის გეგმაში.  

გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ უახლოეს პერიოდს, კრიზისების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, ღიად საუბრობდნენ  შსს-ს სტრუქტურულ  თუ სისტემურ რეფორმირებაზე.

სწორედ  შს სამინისტროს განცხადების ემოციურობაზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი ლევან ალაფიშვილი.

მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი – რატომ გამოიწვია შს სამინისტროს აღშფოთება მის სტრუქტურულ, ან სისტემურ რეფორმაზე გაცემულმა რეკომენდაციამ მაშინ, როდესაც ამაზე მსჯელობა  მათ სტრუქტურულად ზემდგომ ფორმატში, პრემიერის უშუალო კონტროლქვეშ მყოფი, კრიზისული მართვის საბჭოში მიდის.

"რეალურად ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შსს-ს განცხადება იყო წმინდად ემოციური, რადგან თვით ნაშრომში ჩასაფრებული პოზიციიდან არაფერია ნათქვამი.

შსს აცხადებს: "ატლანტიკური საბჭოს ანგარიში უცვლელი დარჩა და კვლავ შეიცავს საზოგადოების შეცდომაში შემყვან ინფორმაციას" და ასეთ მხოლოდ 2 ინფორმაციას ასახელებს:

1: "ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს კომპეტენცია სცდება ერთი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, როგორიცაა საზოგადოების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, კონტრდაზვერვა და კრიზისული სიტუაციების მართვა."

ეს კომპეტენციები არის შსს სფერო (ამ ფაქტს არ უარყოფს შსს და გაუგებარია რა არის სადავო), რაც განუსაზღვრა ათეულობით კანონმა და ნორმატიულმა აქტმა. მათ შორის პირველ რიგში კანონებით: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"; "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"; "პოლიციის შესახებ"; "საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ"; "ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ"; "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"; "სახელმწიფო საზღვრის შესახებ"; "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ"; "საზღვაო სივრცის შესახებ"; "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"; "საზღვაო–სამაშველო სამსახურის შესახებ"; "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ"; "ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ"; "თავისუფლების ქარტია"; "დაზვერვის სამსახურის შესახებ".

სხვათაშორის, საინტერესოა, რომ მთავრობის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მმართველი რგოლის წარმომადგენელმა, წლის დასაწყისში, საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გააკეთა განცხადება, რომ კრიზისების საბჭო მუშაობს შსს-ს დეპოლიტიზაციაზე და ფუნქციურ, სისტემურ გამიჯვნაზე. ამდენად, კიდევ უფრო გაუგებარია შსს-ს ეს პოზიცია.

2: "ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს შეფასებით, თითქმის საერთოდ არ არსებობს სტრატეგიული დონის დოკუმენტები, გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები." – აცხადებს შსს და იქვე აგრძელებს "შსს-ში მიმდინარეობს გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი".

ეს კი სწორედ იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ სტრატეგიული დონის დოკუმენტები (თითქმის) არ არსებობს, რადგანაც სტრატეგიული დოკუმენტები შინაარსობრივად საშუალო ან გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული დოკუმენტებია, მათ შესასრულებლად კი შემდგომ შედგება უფრო მოკლევადიანი, როგორც წესი 1 წლიანი გეგმები.

 შსს-ს არ აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტები, მაგრამ აქვს სამოქმედო გეგმები – ეს არის ფაქტი, რომელსაც თვით შსს-ც კი არ უარყოფს, პირიქით, ადასტურებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ალაფიშვილი.

შს სამინისტროს ბრალდება, რომ ანგარიშში არ გაითვალისწინეს უწყების ვრცელი დოკუმენტი, სადაც ანგარიშში არსებულ უზუსტობებზე  არგუმენტირებული საუბარი იყო, იურისტი ამბობს, რომ მსგავსი შენიშვნები არ ყოფილა.

"ყველა უწყებას გაეგზავნა ეს ნაშრომი, სანამ საბოლოო ანგარიში შედგებოდა და გამოქვეყნდებოდა, მათგან მივიღეთ  პოზიციები, მაგრამ ფაქტებთან დაკავშირებით ასეთი არ ყოფილა", _ უთხრა "გურია ნიუსს" ალაფიშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა და როდის, შს სამინისტროს სტრუქტურული რეფორმა, ალაფიშვილი  ამბობს, რომ ასეთ მძლავრ სტრუქტურაზე  ეფექტური სამოქალაქო კონტროლისთვის, მნიშვნელოვანია სისტემური გამიჯვნა, თუმცა ანგარიშში ეს საკითხი დასმული არაა და მხოლოდ რეკომენდაციებია გაცემული.

"მნიშვნელოვანია სისტემური გამიჯვნა, რაც მოიცავს მექანიკურ დაყოფას უშიშროებისა  და შს სამინისტროებად, როგორც იყო.

ასევე, ერთი სტრუქტურის შიგნით მკაფიოდ გამიჯნული ფუნქციების მქონე სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მათზე მორგებული კონკრეტული მექანიზმების შექმნას.

რომელ გზას აირჩევს, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, ორივე შემთხვევას მოსდევს ეფექტური კონტროლის მექანიზმები", _ განმარტავს ლევან ალაფიშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ჩვენი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური დევნა, სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით გრძელდება"

კახა ასკურავა პოლიციაში დღესაა დაბარებული

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო