https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კვირის თემა” _ იმართება თუ არა ქვეყანა კულისებიდან

14:11; 10.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან!" _ ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, "შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია".

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, როცა კულუარებზე საუბრობდა, თუმცა, საზოგადოების უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ამოიცნო.

"იმართება თუ არა ქვეყანა კულუარებიდან?!" _ სწორედ ეს იყო G-News TV-ის გადაცემა "კვირის თემის" მთავარი კითხვა და მთავარი თემაც.

ჩვენი კორესპონდენტების მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ამ საკითხზე საჯარო საუბარს ერიდება.

ამ თემაზე არც "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს სურთ საუბარი, რომელთა განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ ყრილობის შემდეგ გაახმოვანებენ: _ გადაწყვეტილებას ყრილობის შემდეგ მივიღებთ, _ ასეთია "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობის" პოზიცია.

_ ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზიიდან მაქვს. პარტიის არც ერთ ლიდერთან არ მქონია საუბარი. რვაში ყრილობა გვაქვს და სწორედ ყრილობის შემდეგ გადავწყვეტ, დავრჩები თუ არა პარტიაში და კოალიციაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა მანანა მინდაძემ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "თავისუფალი დემოკრატების" სიაში პირველ ნომერს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მინდაძე თეა წულუკიანის ახლობელია. ჩვენ კითხვაზე _ იქონიებს თუ არა მის გადაწყვეტილებაზე გავლენას წულუკიანის პოზიცია, მინდაძე ასე პასუხობს:

_ მართალია, თეა ჩემი ახლობელია, მაგრამ ასევე ახლობლები არიან პარტიის სხვა ლიდერებიც. ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რაც მოხდა, ძალიან მაწუხებს და განვიცდი, _ დასძინა მინდაძემ.

ყრილობის მოლოდინშია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ სიხარულიძეც:

_ ის ღირებულებები, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა ჩვენი პარტია კოალიციაში, არ შეცვლილა და შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ კოალიციას დავტოვებ. რაც შეეხება პარტიას, გადაწვეტილებას ყრილობის შემდეგ მივიღებ. ალბათ, დავრჩები პარტიაში, _ გვითხრა სიხარულიძემ.

განსხვავებით ჩოხატაურელი "თავისუფალი დემოკრატებისგან", კოალიციის სასარგებლო არჩევანი ჯერ კიდევ პარასკევს გააკეთეს ოზურგეთში.

"მიმაჩნია არასახელმწიფოებრივად, რომ დღეს დავტოვო კოალიცია. მე იძულებული ვარ დავტოვო "თავისუფალი დემოკრატები", დავრჩე "ქართულ ოცნებასთან" ერთად და დავიწყო იმ დანაპირებების ასრულება, რომელიც მივეცით ხალხს", _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ყოფილმა დიმიტრი კვერღელიძემ საგანგებო ბრიფინგზე. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთში, პარტიის რიგები, კვერღელიძესთან ერთად, ექვსმა "თავისუფალმა დემოკრატმა" დატოვა.

ამავე დღეს, "თავისუფალი დემოკრატების" დატოვებაზე განცხადება გააკეთეს ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ იმნაიშვილმა.

ნუგზარ ცინცაძის თქმით, ის ყოველგვარ პარტიულ ინტერესს ემიჯნება, ხოლო იმნაიშვილი საკუთარ ადგილს სამომავლოდ კოალიციაში ხედავს.

აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსმა" ქვეყნის კულუარებიდან შესაძლო მართვის შესახებ ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა ზუსტად ერთი წლის წინ დაუსვა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებდა ქვეყნის კულუარებიდან მართვას, თუმცა, დააზუსტა, რომ არსად არ მიდიოდა. უბრალოდ, "გადადიოდა"

_ არ მივდივარ, გადავდივარ. მართვის სამსახურს ვუტოვებ ამათ და გიორგის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.

_ როგორც თქვით, მესამე სექტორში გადადიხართ ექვს-შვიდ პერსონასთან ერთად…

_ დიახ. ამას დიდი თანხები არ სჭირდება. ეს ეწყინათ ჟურნალისტებს თუ ექსპერტებს, მაგრამ თუ მათ სურვილს დასჭირდება და იქნება მოთხოვნილება იმაზე, რომ პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს, თანხები შეიძლება, დასჭირდეს და მართლაც მაქვს ამის განწყობა, მაგრამ ის, რომ სამოქალაქო სექტორი ზედმეტად ფულით გადავახუროთ, ეს არ იგეგმება. რამდენიმე თანამშრომელი დამჭირდება მე იქ, მაქვს გეგმაში ჩადებული, თუ როგორ უნდა მოვახერხო და დავეხმარო საზოგადოებას.

_ არ მიდიხართ, არ ხარჯავთ ფულს და აპირებთ განავითაროთ მესამე სექტორი. ასე იყო მაშინაც, როცა "თავისუფლების ინსტიტუტი" მართავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისევ იმ გზაზე ხომ არ მივდივართ? მით უმეტეს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს ქვეყანაში და სადაც არ უნდა წახვიდეთ, მაინც ასე იქნება…

_ არ იქნება ასე. "თავისუფლების ინსტიტუტი" მართავდა კულისებიდან. ჩემი ცხოვრების წესი თუ გინახავთ, არც ვიკადრებ და არც უნდა მაკადროთ… რა მჭირს მაგის ფასი?! თუ სურვილი მექნებოდა, გაცილებით ადრეც მოვიდოდი პოლიტიკაში. რა მიშლიდა ხელს, რომ ნებისმიერი არჩევნების დროს მოვსულიყავი პოლიტიკაში _ მქონდა დიდი შანსი გამარჯვების. ამის სურვილი არ გამაჩნდა და ახლა რა მეტაკება?! მინდა, რომ მესამე სექტორში ვიყო. რა დაინახეთ ამაში ასეთი? მოვედი, როდესაც ქვეყანას დასჭირდა, გავაკეთე კარგად და ახლა, ამის შემდგომ რომ თქვათ, მიდის ან გარბის, ან ეშინია, ან კულისებიდან უნდა მართოს _ ჩემთვის ეს მიუღებელია. მე ვიცი საზოგადოების აქტიური ნაწილის პროფესიონალიზმის დონე და აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები ამას. შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი, რამეთუ ჩემი ცხოვრების წესი ასეთ კითხვებს არ იმსახურებს. მე ისეთი არაფერი არ გამიკეთებია დაბადებიდან და განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში _ რაც საქართველოში ვიყავი და იქაც, როცა რუსეთში ვიყავი, ვასრულებდი ყველა იმ ფუნქციას, რაც მე მეკისრა. ახლა ეს ყველაფერი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა და მხარდამჭერებმაც აიტაცეს, რომ გარბის, შეეშინდა ან კულისებიდან უნდა მართოს. არ არის ეს ასე. თუმცა, ეს თქვენი აზრია და გამოთქვით, როგორც თქვენ გსურთ. თქვენს შეკითხვაში უკვე პოზიცია ფიქსირდება და როდესაც ეს კითხვა გიჩნდება, იქაც კი არგუმენტაციაა საჭირო, მაგრამ ეს თქვენი უფლებაა… გავლენა, რა თქმა უნდა, მექნება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გავლენა. სახელმწიფო სტრუქტურებზე და პოლიტიკაზე მექნება გავლენა. საზოგადოების გავლენას გავზრდი. მე მთავრობის წევრი კი არ ვიქნები, მთავრობას კი არ გადავწონი, რამაც, შეიძლება, ზიანი მოუტანოს მთავრობას, არამედ ის ჭარბი წონა, ის ჭარბი ნდობა, რაც, დღესდღეობით, მაქვს მე, რაც გამაჩნია, მის ერთ პატარა ნაწილს არ დავუთმობ, ძირითად ნაწილს მოვახმარ ხელისუფლებას.. ჩემი გადასვლით საზოგადოების წონა, საზოგადოების სიტყვის ფასი გაიზრდება, საზოგადოების მოთხოვნა და კონტროლი გაძლიერდება და მე საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებ იმას, რაც ევალება და ხელეწიფება საზოგადოებას,"_ ამბობდა მაშინ "გურია ნიუსთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილი.

გადაცემა "კვირის თემა" შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, 223 393 ლარი გამოეყო

ქალბატონი ანჯელინას ახალი „წარმატება“

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო