https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რევოლუციურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს”

2:01; 9.01.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსმა” კიდევ ერთი წელი მიითვალა მკითხველის სამსახურში. გასული წლის განმავლობაში იყო ბევრი დაბრკოლება, შიში, მუქარა, თუმცა, ჩვენ კვირაში ორჯერ, ვცდილობდით მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ობიექტური, მართალი და საჭირო ინფორმაცია. როგორ გამოგვივიდა ეს ყველაფერი, თქვენი შესაფასებელია, მკითხველო, თუმცა, თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილები, მისალოცები მოწმობს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა როგორც ყოველთვის, გასულ წელსაც შედეგიანი იყო.

2011 წელს, მკითხველს 103 ნომერი შევთავაზეთ განახლებული “კარმიდამო ჩემის”, გურიის ახალგაზრდული გაზეთის “21-ს ქვევით” 52 ნომრის თანხლებით.

“გურია ნიუსის” დღევანდელ ნომერში ვეცადეთ მოკლედ გადაგვევლო თვალი გასული წლის მნიშვნელოვანი ფაქტებისთვის და იმ მოვლენებისთვის, რომლებიც “გურია ნიუსის” ობიექტივში მოხვდა.

ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში გადაღებაზე მყოფმა ჟურნალისტმა, შალვა რამიშვილმა აღნიშნა, რომ ჩოხატაურს რევოლუციის არაფერი ეტყობა და სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი ადგილობრივ ჩინოვნიკებთან საუბრისას. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლება ჟურნალისტს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ჩოხატაურში და გურიაშიც ბევრ რამ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება.

ასეთივე პირობა დადო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ჩვენი მხარე საპატრონოდ “ყველაზე აქტიურ საჯარო მოხელეს”, რამაზ ნიკოლაიშვილს ოფიციალურად ჩააბარა. პრეზიდენტმა 2012 წელი გურიის (ისევე, როგორც სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის, სვანეთის…) აყვავების წლად გამოაცხადა და არც იმის შეხსენება დავიწყებია, რომ მომავალ წელს ურეკი და ბახმარო მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურაგანვითარებული კურორტი იქნება, რომელიც ბევრ ტურისტს მიიზიდავს. თუმცა, არ უთქვამს მთავარი _ ეს ყველაფერი რის ფასად გაკეთდება.

მთელი წლის განმავლობაში, “გურია ნიუსი” აქტიურად ადევნებდა თვალს ბახმაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ყველა ის ფაქტი გამოვიტანეთ სამზეურზე, რომელიც ამ ხელისუფლების მანკიერებას ამხელდა და ამტკიცებდა, რომ მოქალაქეებს მიწები არაკანონიერი მეთოდებით ჩამოართვეს და რომ ჩამორთმევის პროცესი ახლაც გრძელდება. მიწების უკანონოდ ჩამორთმევას ადგილი გრიგოლეთშიც მასიურად ჰქონდა და ჩვენი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ჟურნალისტური მოკვლევით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერესები აშკარად იკვეთება.

ამ პროცესს ფეხი კარგად “აუწყო” ახალდანიშნულმა პროკურორმა, კახა კოჩივარმაც და 2 ჰექტრის და მეტი მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს, “საკუთარი ნებით” ის მიწებიც ჩააბარებინა, რომლებიც მათ რამდენიმეწლიანი იჯარით, კანონის სრული დაცვით აუქციონზე ჰქონდათ შეძენილი.

კოჩივარს არც გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსი, გიგა ჯაფარიძე ჩამორჩა, რომელმაც ფონს გასვლა ჟურნალისტებთან დაძაბული ურთიერთობით და მათი დაშინებით სცადა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო, როდესაც ფოტორეპორტიორების თავისუფლების მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დროს, ჯაფარიძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას “მოღალატეები და რუსეთის აგენტები” უძახა.

ფოტორეპორტიორების საქმე, რომელსაც მსოფლიო მედია თვალყურს ინტერესით ადევნებდა, ჟურნალისტების გამარჯვებით დასრულდა _ ისინი გამოუშვეს, თუმცა, იქ გატარებულ დღეებს ყველანი ჯოჯოხეთს ადარებენ და ღიად ამ საკითხზე ვერ საუბრობენ, რადგან ასეთია ნება ხელისუფლებისა, ხელისუფლებისა, რომელიც მოქალაქეთა ნების გამოხატვის და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ღია თუ ფარული მეთოდებით დიდი ხანია ცდილობს. საქართველოს მთავრობამ, 7 ნოემბრის შემდეგ, კიდევ ერთი “სისხლიანი კალო” 26 მაისს, პარლამენტის წინ მოაწყო და მშვიდობიან მომიტინგეებთან ერთად, ჟურნალისტებიც დაარბია, სცემა, ტექნიკა დაუზიანა და წაართვა… იმ ღამეს, ოფიციალურად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით კი ციხეში მოხვდა.

მართალია, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო ბოდიშიც მოიხადა და სასამართლოზე აღიარა, რომ ჯანმრთელობის ზიანი სწორედ მათ გამო მიადგათ მედიის წარმომადგენლებს, მაგრამ, ამის გამო არავინ დასჯილა და შესაბამისად, ფაქტი ფაქტად რჩება _ აქციაზე მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, ხელისუფლებამ ალყა შემოარტყა, გასაქცევი მოუჭრა, შემდეგ კი, ტყვიით, გაზით და ხელკეტით გაუსწორდა, ციხეებში ჩაყრილები აწამა და დაუვიწყარი არაადამიანური ქმედებებით შეურაცხჰყო.

2011 წელს, გურიაში სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ზაფხულში ოზურგეთის გამგებელი, გია ტაკიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებას მხოლოდ ერთი მამხილებელი საბუთი _ ამ საქმის გახსნის მთავარი გმირის, მერაბ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენება დაედო საფუძვლად. ვერავინ იპოვა ის ხელშეკრულება, რომელიც თითქოსდა ტაკიძემ გააფორმა კურდღელაშვილთან ქრთამის სანაცვლოდ. თუმცა, ჟურნალისტებმა სულ ადვილად დაადგინეს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან ხელშეკრულებებს არა გამგებელი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე აფორმებდა. რამდენიმე დღის წინ ტაკიძემ ბრალი აღიარა, თუმცა, ამ აღიარების არავის სჯერა. სამაგიეროდ სჯერათ, რომ ამ ამბიდან ძალიან სუფთად “გამოძვრა” ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეიშვილი, რომელსაც ტაკიძეზე, როგორც პიროვნებაზე, ერთი კარგი სიტყვის თქმაც კი დაენანა.

მამეშვილმა ვერც ხელმძღვანელების ნაკლზე საუბარი გაბედა იმ მიზეზით, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, “კომენტარის გაკეთების გამოცდილება არ ჰქონდა” (?!). საგულისხმოა, რომ ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, დაკავებული ტაკიძე, ისევ მმართველი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის პარტიული ლიდერია.

მიმდინარე წელს, თანამდებობა სკანდალით დატოვა ოზურგეთის პოლიციის უფროსმა გია ურიდიამ, რომელსაც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობა “დაუდგინეს”, ძველი საქმეები ამოუქექეს, რომლის გამოც პასუხისგებაში მისცეს და თავისუფლება გირაოთი მოიპოვა.

წლის მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა აღმოჩნდა _ ბევრი პრობლემით, ბევრი ბრალდებით და “ოცნებებით”, რომლის სანაცვლოდ, ხელისუფლებამ, მანამდე მის დამფინანსებელ ივანიშვილს და მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოართვა.

ჩვენმა ჟურნალისტებმა გურიის თითქმის ყველა სოფელი მოიარეს. ყველგან ერთი და იგივე პრობლემა დაგვხვდა _ სოციალური გაჭირვება, ნგრევა და მიგრაციის დიდი მაჩვენებელი. არადა, ამ დროს, ქვეყნის პირველი პირი ახალ ქალაქს აშენებს!

ამ წელიწადშიც მრავლად იყო ტყუილი დაპირებები და იმედგაცრუებული მოსახლეობა. მთავრობას ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩაუვარდა, “ნაჩუქარი” ვაუჩერი, რომელიც მოსახლეობას 5 კუბური მეტრი მასალის მოჭრის ნებას რთავდა, ხალხს “თავზე გადაახიეს”, დაჰპირდნენ, რომ ჩამორთმეულ ხე-ტყეს უკან სასამართლოს დასრულების შემდეგ დაუბრუნებდნენ, თუმცა, ეს დაპირება აღარვის გახსენებია და მხოლოდ ჩვენი გაზეთის არქივს შემორჩა.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა, დოკუმენტური ფილმის “ბახმაროს” ეკრანებზე გამოსვლა იყო. ამ ფილმში რეჟისორმა სალომე ჯაშმა, ჩოხატაურის ცენტრში მდგარი სასტუმროს შენობის ისტორია ასახა, სადაც ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

ამავე წელს, ხელისუფლებამ ზოტის ოქროს საბადოს ლიცენზია (რომლის მოპოვების სამუშაოები საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ზოტისთვის, არამედ მთელი ჩოხატაურისთვის) ისე გაყიდა მესამედ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

2011-ში გავარკვიეთ, რომ საარჩევნოდ სოფლებში დარიგებული ტექნიკა, სოფლის რწმუნებულებს სახლში ჰქონდათ წაღებული. გავარკვიეთ, რომ სწორედ ამ წლიდან შეწყვიტა ჩოხატაურის ხელისუფლებამ ერთჯერადი დახმარებების გაცემა, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური სფეროს დაფინანსება შეაჩერა. გურიის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ანუ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები ისევ “თბილ სკამებს” მოხმარდა; “ქამრების შემოჭერა” ისევ მოსახლეობას მოუხდა და არა უსაშველოდ გაბერილი, კონკურსგაუვლელი და ერთგულების პრინციპით შერჩეული საჯარო მოხელეების ხელფას-პრემიებს.

წლის მიწურულს, პარტიების დაფინანსების გადასაკეტად პარლამენტის მიერ უპასუხისმგებლო დარღვევებით მიღებული “დრაკონული კანონის” ფონზე, მმართველმა სახელისუფლებო პარტიამ, ადგილობრივ პარტიულ პირებს ანუ იგივე მუნიციპალიტეტების და სოფლების რწმუნებულებს, 30-ლარიანი “მოწყალება” _ სოფლის მეურნეობის “ასაღორძინებელი” 30-ლარიანი ვაუჩერი დაარიგებინა; ვაუჩერს გარკვევით აწერია, რომ ეს მოწყალებაა და ჩვენ მოქალაქეები კი არა, “დასახმარებლები” ვართ და 30 ლარად წლის მოსავლის უზრუნველყოფა უნდა შევძლოთ!

გასულ წელს ხელისუფლებამ ჩოხატაურის ყოფილ გამგებელს, მამუკა დოლიძეს “ვალი” დაუბრუნა და გურიის განვითარების სააგენტოს უფროსად დანიშნა.

დოლიძის შემცვლელი გია გიორგაძე კი, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე დააბრუნეს გამგებლის მოადგილის პოსტზე, ხოლო გამგებლად ოზურგეთის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი დანიშნეს.

ქვეყნის პირველი პირი მომავალ, საარჩევნო წელს გვპირდება გურიის რევოლუციას. მისი თქმით, ეს იქნება რევოლუცია “ჯერ არნახული” და “გაგონილი”. ეს დაპირება რვა წლის შემდეგაც აქტუალური გახდა, რადგან წინ ზედიზედ სამი საარჩევნო წელი გველოდება. ბევრ ხმებს კი ბევრი დაპირება, ბევრი “შავი ფული” და ბევრი დაშინება აგროვებს. მანამ კი, სამწუხარო რეალობა ასეთია _ გურიაში ბევრმა ოჯახმა ვერ იყიდა ახალი წლისთვის ტკბილეული, კარგი საჭმელი, ბევრმა პატარამ ვერ ისროლა შუშხუნები და ბევრმა ახალი წლის დადგომამდე დაიძინა მართლაც რევოლუციის იმედით, იმედით, რომელიც მათი ძირითადი საკვებია.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10 სექტემბერი, 2026

თოვლის ბაბუა "დაჭრეს"

წინასაარჩევნო ბრძოლა "გურია ნიუსის" წინააღმდეგ დაიწყო!

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო