სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის.
ამის შესახებ ღიბრაძემ კრიზისების მართვის საბჭოში სპეციალური განცხადება გააკეთა.
"დაკარგული ცხოველების შესახებ მერიისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის. ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებული სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას. მოხალისეთა შეშვება სტიქიით დაზარალებულ უბნებში გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდება," _ განაცხადა ღიბრაძემ და დასძინა, რომ სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 3 ადამიანი ითვლება.