საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მას არასდროს მომწონდა.
"2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია".
მისი თქმით, ახლა მთავრობა იზრუნებს ზოოპარკის გადატანაზე, რაშიც, თავადაც დაეხმარება. თუმცა, ივანიშვილის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ზოოპარკს ყიდულობს