საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ–გვერდი "13 ივნისი" და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, გამოძიება დაიყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს", _ უწყების აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
Facebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინების ანგარიშები გააუქმეს