ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია გზები, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, ხიდები.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით თანახმად, სტიქიამ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააზიანა:
8 მრავალბინიანი სახლების სახურავი და გვერდითი ფასადი, სახურავი – 3050 კვ.მ, ფასადი – 6037 კვ.მ; 9 მოსახლის სახლის სახურავი; 1 სავაჭრო ობიექტის სახურავი და 1 კომერციული ფართის სახურავი; საოჯახო ტიპის მზრუნველობამოკლებულთა თავშესაფარის სახურავი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა: 69 მოსახლის სახურავი – 9485 კვ.მ; 4 მრავალბინიანის სახურავი – 1023 კვ.მ; 5 მრავალბინიან სახლზე მიწოდებულია სახურავი, ესაჭიროება ხის მასალა და გადახურვა; ადმინისტრაციული შენობის სახურავი – 140 კვ.მ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღსადგენია 8 ხიდი; აღსადგენია და მოსაწყობია 7 მილხიდი; 15 მოსახლის სახურავი; საერთო საცხოვრებლის, სავაჭრო ცენტრის სახურავები; დაინგრა 1 სახლი; დაზიანდა ადმინისტრაციული შენობისა და სოფლის კლუბის სახურავი 3 სოფელში; დაზიანებულია გზები; მეწყერი ჩამოწვა 4 ადგილზე; დაიტბორა დაბის 2 ქუჩა, სოფლებში საყანე ფართობები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აღსადგენია და მოსაწყობია 12 მილხიდი; 3 ხიდი; მოსაწყობია 500 გრძ. მ. გაბიონი; 15 მ. ჯებირი; 8 არხი გასაწმენდია; სოფლებში დაზიანდებულია გზები; 8 მოსახლეს გაუზიანდა სახლის სახურავი; 34 ოჯახი დაიტბორა; მეწყერი ჩამოწვა 6 ადგილზე; დაზიანდა 3 საბავშვო ბაღის სახურავი; დატბორილია და წაღებულია საკარმიდამო ნაკვეთები; სოფელ ნინოშვილში დაზიანებულია, დატბორილია და წაღებულია შიდა გზები, 8 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს.