როდესაც თითქმის მთელ ბათუმს ძინავს, სანაპიროზე (პორტში) ყოველდღე ათობით მეთევზე სათევზაოდ გამოდის.
ჩოფე ბაგელიანი 40 წელია მეთევზეა. თუ ადრე ზღვაში გადიოდა თევზის დასაჭერად, ახლა სანიპიროს ყოველდღიურად სტუმრობს.
" ამ სანაპიროს შვილები ვართ. ხან გვიმართლებს და ხან კიდევ არა. დღეს არ არის თევზი და იმედია, ამ ინტერვიუს შემდეგ გამიმართლებს," – გვითხრა ჩოფე ბაგელიანმა.
ჩოფესგან განსხვავებით გაუმართლა გია ბერიძეს. გია ხშირად არ თევზაობს, მაგრამ ხანდახან უყვარს სანაპიროზე გამოსვლა.
"აქ ყველა პროფესიის ადამიანს შეხვდებით. თუ თევზის მოპოვებაში არ გაგიმართლებს, საინტერესო ამბებს მაინც გაიგებს ადამიანი," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს გია ბერიძემ.
ვახტანგ გოგიჩაიშვილი და ჩოფე ბაგელიანი ერთ ადგილას ხვდებიან სანაპიროზე.
" ამ ბოლო დროს თევზი ნაკლებად არის. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ბრაკონიერები ისევ თარაშობენ და ამას ყურადღების მიქცევა უნდა "_ ამბობს ვახტანგ გოგიჩაიშვილი.





































































