სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემას ევროკავშირის მხრიდან დადებითად აფასებს და ქვეყნის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე საუბრობს.
"მიხარია, როგორც მთელ საქართველოს უხარია !!!
თუმცა ის არ დავივიწყოთ, რომ დღევანდელი მაინც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება: საგარეო მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს, ევრო კომისიამ თავისი დადებითი დასკვნა დადო ეხლა მისი რეკომენდაცია ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ მომავალი წლის დასაწყისში უნდა მიღებულ იქნას ევროკავშირის საბჭოს მიერ… ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ რეალურად ვიზა ლიბერალიზაცია ძალაში შემოვა მომავალი ზაფხულისთვის!
მიხარია ყველაზე უფრო … იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველო ხდება –რისი სურვილი და პრეტენზიაც სულ გვქონდა- ნამდვილი "ევროპის კარი" აფხაზ და ოს საქართველოს პასპორტის მქონე (ვისაც არ ჩამოვართვით !!!!!) მოსახლეობისთვის !
მიხარია …… იმიტომ რომ მოსახლეიბის ახალ ფენებს მიეცემა საშუალება თავიანთ თვალით დაინახონ და შეაფასონ ევროპისგან რა წესები და რა პრაქტიკები გადმოვიტანოთ და ამავე დროს უკეთ შეიგრძნოს ჩვენი თვისებებიდან და ადათ-წესებიდან რა არის ფასეული და გასაფრთხილებელი!
მიხარია ….და თან მეშინია! რადგანც ვიცი რომ ბევრისთვის ეს ლიბერალიზაცია აღქმული იქნება როგორც ქვეყნის დატოვების საშუალება და არა როგორც დროებით მოგზაურობისა. ეს იმ დროს, როცა ქვეყანა თავის მოსახლეობას ვერ აკავებს და არც ზრუნავს იმაზე, როგორ შეინარჩუნოს თავისგან წასული თანამემამულეები ქართველ სახელმწიფოს ნაწილად ( მოქალაქეობის არ ჩამორთმევით და მეტი ჩართულობით)!
მიხარია … და მადარდებს ის რომ ბევრი ამას უყურებს, როგორც გაწევრიანების პროცესის აჩქარების ნაბიჯს, რასაც მოჰყვება უმიზეზო იმედგაცრუება.
მოკლედ მიხარია!"-წერს სალომე ზურაბიშვილი.

































































