ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში pay Express-ის სერვისცენტრი, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით გაიქურდა.
ამ წუთებში სოფელ შემოქმედში სამართალდამცავები იმყოფებიან. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცენტრიდამ 1700-მდე ლარია წაღებული.
"ერთი და იგივე ხალხია. დადიან სოფლებში და ქურდავენ ბანკებს, სადაც პენსიონერების ფულია. სამარცხვინო ამბავი გვჭირს" – გვითხრეს სოფელ შემოქმედში.
ლიბერთი ბანკში, რომელსაც pay Express-ი სხვადასხვა სახის მომსაუხრებას უწევს, განმარტავენ, რომ პენსიის თანხა არ არის წაღებული.
აღსანიშნავია, რომ ოთახში, სადაც სერვისცენტრია აფთიაქიც ფუნქციონირებს, თუმცა აფთიაქიდან არაფერია წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, საქმე აღძრულია სს კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.