ახალ გვინეაში სამართალდამცავებმა ბუემოს ციხიდან გაქცევის მცდელობის დროს 11 პატიმარი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამოცმა პატიმარმა ციხიდან გაქცევა შეძლო, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება მათ დაკავებამდე კრიმინალური დანაშაულის რიცხვის ზრდას ელოდება.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ბუემოს ციხიდან ორმოცდაათი პატიმარი გაიქცა.


































































