საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის, რაც მოხდა არჩევნებზე სამეგრელოში მიუღებელია და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს.
ამის შესახებ საქართველოს კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როდესაც არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავების მხრიდან საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ეს ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ. სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ საშუალება მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მისცენ ხმა მათ რჩეულს", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.
შეტაკების შედეგად დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.
კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.





































































