რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით სოფელ კორცხელში მომხდარი დანაშაული სასწრაფოდ უნდა გამოიძონ:
_ ძალადობის ყველანაირი გამართლება დაუშვებელია. მოვისმინეთ განცხადებები, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახნენ. მსგავსი ცინიკური განცხადებები უბრალოდ წარმოუდგენელია.
ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც უნდა მუშობდეს. ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს, დაისაჯოს და მაშინ გაირკვევა ვინ არის მართალი და ვინ _ დამნაშავე, _ აღნიშნა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით ძალადობის გამართლება საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული.





































































