https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ასკანელები სხვანაირი გურულები არიან”

3:06; 13.06.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ბატონო ზურაბ, როგორი ბავშვი იყავით?

_ სხვათაშორის, განსხვავებული ბავშვი ვიყავი _ არ მომწონდა ის, რაც სხვებს მოსწონდათ; უფროსებთან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემს თანატოლებთან; მცენარეები და ცხოველები მიყვარდა უსაშველოდ; ვცდილობდი, რომ კარგი ბაღი მქონოდა; ძალიან მიყვარდა ბოსტანში მუშაობა. ბიძაჩემი, ნიკო შევარდნაძე პროფესიით აგრონომი იყო. როცა მუშაობდა, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. მახსოვს მყნობა რომ მასწავლა, როგორი ბედნიერი ვიყავი. არა მარტო ჩემს ეზოში, მეზობლების ეზოშიც ვამყნობდი ხეხილს. მცენარეების შესანიშნავი კოლექცია მქონდა, ყოველთვის მყავდა დეკორატიული ჩიტები, თუთიყუშები, იადონები და სხვა.

ჩვენ ყანები გვაქვს ნაგომარში, მერეს რომ ვეძახით, სადაც ბაბუაჩემს ხშირად დავყვებოდი და ერთად ვთოხნიდით. სიხარულით მივდიოდი _ ძალიან მიყვარდა ეს რიტუალი. თითქმის მთელი სოფელი მივდიოდით ერთად, დიდი მანქანით. ვშრომობდით ხალისით, “მერე” აკაციების ჩრდილში გაიშლებოდა სუფრა და ერთად ვსადილობდით, სიმღერასაც დავაგუგუნებდით. სხვათაშორის, წყალზე ყოველთვის მე მაგზავნიდნენ ფუთიანი დოქით. შემდეგ კი დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ვბრუნდებოდით სახლში. მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი, რაც არ მეზარება, არის შრომა. თბილისში ხშირად ჩამოვდიოდით ნათესავებთან. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი დიღმის ბაზრობა იყო, სადაც შაბათ-კვირას ცხოველებით ვაჭრობდნენ. აქ ბევრჯერ მიყიდია ზაზუნები და კურდღლები.

_ სკოლაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად?

_ ძალიან მიყვარდა ბიოლოგია, შესანიშნავი პედაგოგი მასწავლიდა _ ნანა ხომერიკი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რომ ეს საგანი კარგად ვიცი. საერთოდ, შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიდნენ ასკანის სკოლაში. გურიის თითქმის ყველა სოფელს ვიცნობ, მაგრამ ასკანა მაინც სულ სხვაა _ ასკანელები სხვანაირი გურულები არიან. ჩემს უსაყვარლეს ხალხთან, მშრომელი და მოსიყვარულე ხალხის გვერდით გავიზარდე. ასკანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არ ვაჭარბებ, და სიყვარულს აფრქვევენ _ მათ მხოლოდ სიყვარული შეუძლიათ.

_ ისე გიყვარდათ ბიოლოგია, რომ, ალბათ, სხვა სპეციალობაზე არც გიფიქრიათ…

_ დიახ, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები. ბიოლოგიაში ფრიადი მივიღე. გავხდი სტუდენტი _ ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. პირველი კურსიდანვე გამოვიჩინე დიდი ინტერესი ბოტანიკისადმი. ამავე კურსზე გვქონდა საველე პრაქტიკა, რასაც ხელმძღვანელობდა ამჟამად უკვე ჩემი დედობილი, ქალბატონი ნანი ჭელიძე. ამ ქალბატონმა მისცა ჩემს ცხოვრებას სწორი მიმართულება. მე მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ _ “ყირაზე დადგა” და შეუძლებელი შეძლო: რექტორთან შევიდა და უთხრა, ეს ადამიანი არის საჭირო ბიოლოგიის ფაკულტეტისთვის და კათედრაზე უნდა ავიყვანოთო. მისი მეშვეობით დავიწყე მუშაობა ლაბორანტად. მთელი სტუდენტობა გავატარე ბოტანიკის კათედრაზე ჩემი ლექტორების გარემოცვაში. ჩვენს კათედრაზე ასევე მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი, რომლის მეშვეობით პარალელურად იქაც დავიწყე მუშაობა _ ტროპიკულ ორანჟერეას ვხელმძღვანელობდი. მცირე ხელფასი მქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს ვშრომობდი და თან დიდი სიხარულით, იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. იქაც ძალიან გამოცდილი ადამიანების გვერდით მომიხდა ყოფნა. ბევრი რამ შევისწავლე მათთან. საერთოდ, ადამიანები, რომლებსაც ბუნებასთან აქვთ შეხება, სხვანაირები არიან _ ბუნების ენა იციან, სიცოცხლის, ადამიანის ფასი იციან.

_ გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

_ ბონის და მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა, ჩვენს ბოტანიკურ ბაღთან ერთად, ხშირად მართავდნენ ერთობლივ ექსპედიციებს. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, ბონის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა, ვოლფრამ ლობინმა გამოაცხადა, რომ მინდა, თბილისის ბოტანიკურ ბაღს დავეხმაროო. ყველას გვეგონა, კომპიუტერს გვიყიდდა (მაშინ ახალი შემოსული იყო კომპიუტერი). ბატონმა ვოლფრამმა თქვა: ჩემი დახმარება ის იქნება, რომ ზურაბს წავიყვან გერმანიაში და მისგან კარგ სპეციალისტს დავაყენებო. ასე დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში _ უცებ აღმოვჩნდი ბონის უნივერსიტეტში, სადაც ბრწყინვალე სპეციალისტები მიკითხავდნენ ლექციებს. ბატონი ვოლფრამის ოჯახში ვცხოვრობდი. მას ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ორი ვაჟი. ამ ოჯახს, ჩემი ოჯახის შემდეგ, პირველ ადგილზე ვაყენებ. მე მათ მესამე შვილად მიმიღეს. ძალიან დიდი მადლიერი ვარ ამ ხალხის. ვოლფრამ ლობინმა მასწავლა არა მხოლოდ ბოტანიკა, არამედ ცხოვრებაც. საღამოობით ვისხედით და მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის უნდა გააანალიზო, რაზე თქვა თანხმობა და რაზე უარიო. მაჩვენეს მთელი ევროპა, არ დარჩენილა არც ერთი ბოტანიკური ბაღი ევროპის დიდ ქალაქებში, რომ არ მენახა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკურ ბაღებში შევდიოდი არა როგორც დამთვალიერებელი, არამედ როგორც საპატიო სტუმარი, სადაც ჩამახედეს მათ სამზარეულოში. ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შემძინა. არასოდეს დამავიწყდება გერმანიაში გატარებული წლები _ არ შემიძლია, ამ ადამიანებზე უემოციოდ ვილაპარაკო…

_ გერმანიაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდით. მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

_ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ბოტანიკურ ბაღში აღარ მოხერხდა ჩემი დარჩენა. აღმოჩნდა, რომ სხვა ნაპირზე ვიყავი და მივხვდი, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. კონსულტაციები გავიარე ვოლფრამთან, რომელმაც მითხრა, გაბრაზებული არ წამოხვიდე სამსახურიდან, თუ ვერ მოახერხებ, შენს დირექტორს, რომელმაც ამდენი პატივი გცა, შუბლზე აკოცო, ჩემთან აღარ ჩამოხვიდეო. მე ძნელად, მაგრამ მაინც შევძელი ასე მოვქცეულიყავი და მშვიდობიანად წამოვედი. ცოტა ხნით ეროვნული მუზეუმის ბოტანიკურ განყოფილებაში ვმუშაობდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოში ვიყავი საჭირო _ დამევალა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა. უწმინდესს ყოველთვის უნდოდა, რომ საქართველოში ყოფილიყო ასეთი ინსტიტუტი. მისი ლოცვა-კურთხევით შევუდექი ამ საჭირო და საინტერესო საქმიანობას. საქართველოში პროფესია მებაღე არ არსებობს, ამიტომ ამ ინსტიტუტში მუშაობა ძალიან კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ჩემ ირგვლივ ჩემი პედაგოგები, ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები შემოვიკრიბე. უკვე 6 წელია, არსებობს ეს სასწავლებელი და ვზრდით პროფესიონალ მებაღეებს.

_ ყოველ ოთხშაბათს, ტელევიზიის საშუალებით, მთელი საქართველო უყურებს თქვენ მიერ გაშენებულ არაჩვეულებრივ ბაღს, სადაც ორი 2 000-ზე მეტი ჯიშის დეკორატიული მცენარეა.

_ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, მქონოდა ჩემი პატარა ბაღი. შეძლებისდაგვარად, ეს მოვახერხე. როგორც ხედავთ, აქ კარგი გარემოა, კარგი თანამშრომლები მყავს, გამოგვყავს სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარე, ბევრი დაინტერესებული პირი მოდის, ძალიან ბევრი ნერგი მიაქვთ ჩვენი სანერგედან. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი დიდი ინტერესი არსებობს მცენარეების მიმართ.

_ გურულებს რას ეტყვით?

_ მინდა, რომ ახალგაზრდებმა, რაც შეიძლება, მეტი ინიციატივა გამოიჩინონ, უფრო მეტი შემართება ჰქონდეთ გურულებს. ყველას ვაჩვენოთ ჩვენი ნიჭი. წინააღმდეგობების არ შეგეშინდეთ. ყველა პრობლემას აქვს სამი გამოსავალი _ ან უნდა შეეგუო, ან უნდა შეცვალო, ან უნდა გაერიდო. გარიდება და გაქცევა ადვილია. მე მიმაჩნია, რომ შეცვლა ყველაზე კარგი, მაგრამ ყველაზე რთული გზაა. უნდა ეცადო, რომ ის სიტუაციები, მოვლენები, რომლებიც შენ ირგვლივ არ მოგწონს, შენს წილად აუცილებლად შეცვალო. ამ დროს ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ძალიან მიყვარხართ, ჩემო ძვირფასო გურულებო!

ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “გურია ნიუსს” ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

თეთრი პეპელა მალე შავ დღეს დაგვაყრის

რატომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ციფრების

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო