https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფული ძალაუფლების წინააღმდეგ

6:08; 8.08.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სტატიის თანახმად, შსს-ს თანამშრომლები შვეიცარიის ერთ-ერთ სასტუმროში, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების _ სოზარ სუბარის და არჩილ კბილაშვილის, ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძესთან, შეხვედრის უკანონო ჩაწერის დროს დააკავეს.

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

“შემოდგომაზე საქართველოში ახალ პარლამენტს აირჩევენ. სააკაშვილის ბანაკი და მისი კონკურენტის ბ. ივანიშვილის კოალიცია აწარმოებენ ძვირადღირებულ საარჩევნო კამპანიებს. ქვეყანაში არსებული განწყობა დაძაბულია და ექსცესების საფრთხე სულ უფრო მატულობს.

თითქმის ცხრა წელია, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა ყოველგვარი სირთულეების გარეშე განაგებს საქართველოს ბედს. ამჟამად კი ვარდების რევოლუციის ავტორები დგანან სერიოზული შიდაპოლიტიკური გამოწვევის წინაშე. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება კოალიცია ქართულ ოცნებაში და საკუთარი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყენებით შექმნა ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია. ასევე ქვეყნის ყველა რეგიონში მოღვაწეობენ მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები. ხელისუფლება ადანაშაულებს ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში. სახელმწიფო სტრუქტურები ღებულობენ შესაბამის ზომებს მის და მისი მომხრეების მიმართ. ეს დაპირისპირება გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მას ადგილი აქვს უკვე უცხოეთშიც.

ფარული მოსმენის ოპერაცია შვეიცარიაში

მოქმედება ვითარდება ციურიხში, სადაც 11 აპრილს ჩავიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ივანიშვილის მოკავშირე სოზარ სუბარი თავის ადვოკატთან ერთად. სასტუმრო მერიოტში ისინი შეხვდნენ ქართველ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს. ამ უკანასკნელმა 2010 წელს მიიღო შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა თავისი ჟურნალისტური გამოძიება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ. ამის გამო ის უფრთხის საქართველოს მთავრობას. საუბარი ამ შეხვედრის დროს შეეხებოდა ივანიშვილის უსაფრთხოებას. შეხვედრიდან რამდენიმე საათში სუბარი და მისი თანმხლები პირი უკან გაფრინდნენ საქართველოში. თუმცა, როგორც გაირკვა, ისინი მარტონი არ ჩამოფრენილან ციურიხში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ფარულად გაყვა მათ და შეეცადა მათი კომახიძესთან შეხვედრის საუბრის მოსმენას. თუმცა, მათი მოქმედება ძალზედ თვალში საცემი იყო, რის გამოც ისინი დააკავა პოლიციამ. მათ თან აღმოუჩინეს მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის სრული კომპლექტი. მას შემდეგ, რაც სამი კვირა დაყვეს ციხეში, ისინი გამოძევებულნი იქნენ საქართველოში. შვეიცარიის უშიშროების ორგანოებმა დაადასტურეს მომხდარი ფაქტი ჩვენი გაზეთის (Nძძ) თანამშრომლებთან საუბარში.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხორციელდებოდა თვალთვალი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე. 2009 წლის ივნისში მედიასაშუალებებმა აჩვენეს ვიდეო კადრები, რომლებიც გადაღებული იქნა ბერლინის ძვირადღირებულ სასტუმრო ალდონში. მათში ნაჩვენებია, თუ როგორ ელაპარაკება ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შსს ყოფილ მინისტრს, რომლის რეპუტაცია არ არის უზადო. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მთავრობასთან დაახლოებული მედია საშუალებები აქვეყნებენ სატელეფონო საუბრების ჩანაწერთა ფრაგმენტებს. ლაპარაკია სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის.

როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის წარმატებები კორუფციის დაძლევაში და მმართველობითი სისტემის და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, პრეზიდენტ სააკაშვილის რეპუტაცია (ყოველ შემთხვევაში 2007 წლის შემდეგ), როგორც დემოკრატის და რეფორმატორის, ძლიერ არის შერყეული. სწორედ აღნიშნულ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ანტისამთავრობო დემონსტრაცია და შტურმით აიღეს ოპოზიციური ტელევიზია. სააკაშვილმა მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე ძალის გამოყენებით დასრულდა 2011 წლის მაისში გამართული დემონსტრაციაც.

სააკაშვილით უკმაყოფილონი

თუმცა, ასეთი დაძაბული ვითარება ქვეყნის შიგნით, როგორიც დღესაა, ჯერ არასდროს ყოფილა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იძულებული იყო გადამდგარიყო. დღევანდელი დაძაბულობის მიზეზი არის ხალხის უკმაყოფილება სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ და მათი იმედები, რომ მილიარდერი ივანიშვილი შეძლებს ცვლილებების განხორციელებას. გასულ კვირებში ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა რამდენიმე აქცია, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა ათიათასობით ადამიანმა. სააკაშვილის რეფორმებმა ბევრი ადამიანი აზარალა. ესენი არიან შევარდნაძის დროის პოლიციელები და პროფესორები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ახლა, რათა ირჩინონ თავი, იძულებულნი არიან იმუშაონ ტაქსის მძღოლებად და ქუჩის გამყიდველებად. ეს არის ასევე იმ რეგიონთა სოფლის მოსახლეობა, რომლებიც ირჩენს თავს თავის ბაღებსა და მინდვრებში აღებული მოსავლით. ამიტომ ივანიშვილმა, რომელმაც რუსეთში, 90-იან წლებში დააგროვა დიდი ქონება, გამოაქვეყნა სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი პროგრამა. ის დაპირდა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევას და მაღალ პენსიებს. ნეოლიბერალიზმზე ორიენტირებული საქართველოს მთავრობა შეეცადა არ ჩამორჩენოდა მას და, თავის მხრივ, დაპირდა მოსახლეობას ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას. პასუხისმგებლობა ამაზე აკისრია ვანო მერაბიშვილს, რომელიც სულ ახლახან დაინიშნა პრემიერმინისტრად. ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მყოფი მერაბიშვილი ითვლება კარგ მენეჯერად; თუმცა, მისი ასევე ბევრს ეშინია. მისი სამინისტრო ითვლებოდა ქვეყნის ყველაზე მძლავრ უწყებად, რომლის დაქვემდებარებაშია ძირითადი სამართალდამცავი ძალები.

ორთავე მხარე დღეს ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო ჭეშმარიტი დემოკრატია და ვის უფრო მეტად შეუძლია ხალხის ინტერესების გამოხატვა. რეალობაში კი ეს არის ბრძოლა, რომელშიც სახელმწიფოს რესურსი უპირისპირდება ერთი მდიდარი პიროვნების ფინანსურ რესურსებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ივანიშვილმა გაიღო ქვეყნის აღმშენებლობისთვის 650 მილიონ ევროზე მეტი. თუმცა, ოქტომბერში, ის საჯაროდ განუდგა პრეზიდენტს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მათ შორის წარმოიშვა უთანხმოებები. ამ დროიდან მოყოლებული ივანიშვილი, ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი შემართებით და სწორუპოვრებით, ბიზნესგეგმის მიხედვით, ესწრაფვის მოიპოვოს გამარჯვება ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში და მიიღოს პრემიერმინისტრის თანამდებობა. „მე არ მიყვარს პოლიტიკოსობა“ – აღიარებს ის გულახდილად და გამოიყურება ამასთანავე ოდნავ დაღლილად. მისი თქმით, პოლიტიკოსის როლი არ შეესატყვისება მის ხასიათს, მაგრამ ის ვალდებულია აკეთოს ეს ქვეყნის გამო, რამეთუ ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტები.

უფასო თანამგზავრული ანტენები

ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, იყო ის, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ძირითადი მაუწყებლების პარალელურად, შექმნა საკუთარი მედია-საშუალებები. მას ეკუთვნის ერთი გაზეთი, ინტერნეტის ერთი ვიდეო-გვერდი და ერთი ტელე-მაუწყებელი. მაგრამ, რადგან ერთის გარდა, არც ერთმა სხვა საკაბელო ქსელმა არ მოინდომა მისი სატელევიზიო პროგრამის გავრცელება, ერთ-ერთმა მასთან დაკავშირებულმა ფირმამ დაიწყო თანამგზავრული ანტენების დარიგება. ანტენები ზოგ შემთხვევაში დარიგდა სრულიად უფასოდ, ზოგ შემთხვევაში კი მათზე დაწესდა ძალზე დაბალი გადასახადი. სახელმწიფო კონტროლის პალატამ ჩათვალა ეს ახლად მიღებული საარჩევნო კანონის დარღვევად. მისი გადაწყვეტილებით, იმთავითვე მოხდა ათასობით თანამგზავრული ანტენის ჩამორთმევა და დაწესდა ფულადი ჯარიმები, რომელთა საერთო სიდიდემ, თუ გადავიყვანთ მათ შვეიცარიულ ფრანკებში, გადააჭარბა ათეულობით მილიონ ფრანკს. გადამდგარმა ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ კორნბლუმმა, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის კოალიციის ინტერესებს ევროპაში, უწოდა ამ გადაწყვეტილებას არაადეკვატური. მისი თქმით, შესაძლოა, რა თქმა უნდა, კაცს გაუჩნდეს ეჭვი იმაში, თუ რამდენად მართლზომიერია თანამგზავრული ანტენების პრაქტიკულად უფასო დარიგება ამომრჩეველისთვის. თუმცა, საარჩევნო კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, კორნბლუმის აზრით, აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იძაბება სიტუაცია. ივანიშვილის მომხრეები და თანაპარტიელები განუწყვეტლივ ამტკიცებენ იმას, რომ ხელისუფლება ათავისუფლებს, ითხოვს სამსახურიდან მათ ახლობლებს და ნათესავებს. ხშირად ეს შეეხება მასწავლებლებს. გიგა ბოკერია, რომელიც არის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავჯდომარე, უარყოფს იმას, რომ სკოლებიდან მასწავლებლების დათხოვნა პოლიტიკური მიზეზების გამო ხდება. მისი თქმით, სასკოლო სისტემის რეფორმირების მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, დათხოვნილ იქნა 20 000 მასწავლებელი. თუმცა, ბოკერია არ გამორიცხავს იმასაც, რომ სკოლის მასწავლებლები შესაძლოა ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ პიროვნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე. დაწყებული საარჩევნო კამპანიის გამო ივნისის დასაწყისში დროებით შეჩერებულ იქნა ოპტიმიზაციის პროგრამა.

გასულ კვირებში ზოგიერთ რეგიონში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ძალადობას. პირადული ხასიათის უხეში შეურაცხყოფა მიაყენეს თვითონ ივანიშვილს, ირაკლი ალასანიას, რომელიც 2008 წლიდან ოპოზიციაში უდგას ხელისუფლებას და ახალბედა პოლიტიკოსს და ყოფილ ფეხბურთელს კახი კალაძეს. საქმე მივიდა გაწევ-გამოწევამდე. ადგილი ჰქონდა ასევე ქვების სროლასაც. ოპოზიცია აკისრებს პასუხისმგებლობას მომხდარზე სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს. ამასობაში სახელისუფლებო პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვით, არც ერთმა მხარემ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ უნდა მიმართოს ძალადობას.

ექსცესების შიში

მიუხედავად ამისა, არსებობს იმის შიში, რომ საქმე შეიძლება მივიდეს ძალადობამდე (განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ), თუ არჩევნები არ დამთავრდა ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალასანია კიდევ უფრო შორს წავიდა ამ მხრივ, როდესაც განაცხადა, რომ სიტუაციის განვითარება სამეგრელოში, რომელიც ესაზღვრება სეპარატისტულ აფხაზეთს, შეიძლება მიუახლოვდეს სამოქალაქო ომის მდგომარეობას. მან ბრალი დასდო მთავრობას იმაში, რომ ეს უკანასკნელი აყალიბებს რეგიონში სამხედრო ფორმირებებს და მზადყოფნაში ჰყავს ისინი. თუმცა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ბოკერიამ კატეგორიულად უარყო სიის არსებობა, სადაც თითქოს მოცემულია ამ დაჯგუფებების შემადგენლობა და ის შენობები, სადაც ისინი იმყოფებიან. ბოკერიამ მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურა ფაქტი, რომ მთავრობა აყალიბებს სარეზერვო ნაწილებს. მოხალისეები გადიან წვრთნას, რომელიც მოიცავს ასევე სროლაში ვარჯიშს. თუმცა, მათი იარაღი ინახება სამხედრო საწყობებში.

ივანიშვილი თავის მხრივ, გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ სურს ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ მშვიდობიანი გზით. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მომხრეებმა დაიცვან კანონი“ – ამბობს ის. თუმცა, მას დიდი მოლოდინი გააჩნია: საპარლამენტო ადგილების ორი მესამედი, მისი თქმით, უნდა დაისაკუთრონ მის კოალიციაში შემავალმა პარტიებმა.

ისეთი პირი უჩანს ყველაფერს, რომ ორივე მხარე მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა მოიპოვოს გამარჯვება. აქვე გამოჩნდება, თუ რამდენად პატივს სცემენ ეს პარტიები დემოკრატიას.

ივანიშვილის მონაწილეობით გამართული დიდი დემონსტრაცია ბათუმში

მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაამტკიცა თავისი პოტენციალი, მოახდინოს საკუთარი ძალების მობილიზაცია. მიუხედავად საზიზღარი წვიმიანი ამინდისა, კვირის ბოლოს, შავ ზღვაზე მდებარე ქალაქ ბათუმში შეიკრიბა მისი ოპოზიციური გაერთიანების 15-დან 20-ათასამდე მომხრე. მათ აქ გამართეს მშვიდობიანი დემონსტრაცია.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა, გარდა საარჩევნო დაპირებებისა, კვლავ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილი არის „მშიშარა“ და „მატყუარა“ და მისთვის მთავარია მხოლოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება. სახელმწიფოს მეთაური შეგნებულად თესავს შუღლს, რათა გახლიჩოს ერი, მიიჩნევს ივანიშვილი. ამ ბიზნესმენისთვის ცხადია ის, რომ სააკაშვილმა პირადად უნდა აგოს პასუხი საქართველოსგან ისეთი რეგიონების მოწყვეტაზე, როგორებიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე რუსეთთან გაუთავებელი შუღლის გამო. „სააკაშვილი მაბრალებს, რომ მე საბჭოთა კავშირის მიმართ მაქვს სიმპათია. თუმცა მან თვითონ დაამყარა საქართველოში დიქტატურა და თვითნებობა“, – აცხადებს ივანიშვილი.

საპარლამენტო არჩევნები დიდი ალბათობით 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამ დროისთვის არჩევნებზე დაშვებულია 19 პარტია. სააკაშვილის პარტიას – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – ამჟამად პარლამენტში 150 ადგილიდან 119 აქვს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ სახელისუფლო პარტიის გარდა ხუთ პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ კოალიცია „ქართული ოცნება“ და ქრისტიან-დემოკრატიული პარტია.”

სილვია შტიობერი, თბილისი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026

რა ბედი ეწევა ლაგუნა ვერეს ესტაკადას?!

აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა კვირეული

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო