18 სექტემბერი, 21 საათი. ევროპის მოედანზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან.
02:00 საათი. აქციას უერთდება “ქართული ოცნება”.
03:15 საათი. აქციის მონაწილეები იღებენ გადაწყვეტილებას აქციის 19 სექტემბერს 12:00 გამართვის შესახებ.
19 სექტემბერი, 12:00 საათი. ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მონაწილეთა ძირითადი ნაწილი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. მათ შორის არიან მოქალაქეებიც.
12:15 საათი. აქციას კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები საყვირებით, პლაკატებითა და შეძახილებით უერთდება.
12:20 საათი. “ქართული ოცნების” წევრები ევროპის მოედანზე, მედეას ძეგლთან იკრიბებიან. იწყება სიტყვით გამოსვლები.
მედიის, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეთა ნაწილი “ოცნების” აქციას არ უერთდება და ქუჩის მეორე მხარეს სასტუმრო “პრეზიდენტ პლაზასთან” განაგრძობს აქციას.
13:00 საათი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში (ბულვარის მხარეს) სტუდენტთა ჯგუფი იწყებს აქციას..
13:15 საათი. სტუდენტები იღებენ გადაწყვეტილებას, შევიდნენ უნივერსიტეტის თითოეულ აუდიტორიაში და მოუწოდონ სტუდენტებს შეუერთდნენ აქციას. ისინი სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას.
13:25 საათი. სტუდენტები უნივერსიტეტის შიდა ეზოში შედიან. დაცვა მათ წინააღმდეგობას არ უწევს. სტუდენტები იწყებენ აუდიტორიებში ჩამოვლას.
13:45 საათი. სტუდენტები ისევ უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებიან. ხდება შეკამათება აქციის ორგანიზატორებსა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის, რომელიც თვლის, რომ აქცია უნივერსიტეტის ეზოში არ უნდა გაიმართოს.
13:50 საათი. ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებას, მსვლელობა მოაწყონ მემედ აბაშიძის გამზირზე. იწყება მსვლელობა “6 მაისის” პარკის მიმართულებით.
13:55 საათი. სტუდენტები აქციის გასამართად “6 მაისის” პარკში გადადიან.
14:00 საათი. სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიის მიმართულებით მიემართებიან. იქედან კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადანაცვლებას აპირებენ.