“ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც ყველაფრის მალე დამვიწყებელ ქართველ საზოგადოებასაც კი შეიძლება “შემოედროოს”. რაც ვიხილეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ავად არის _ არავის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ცალკეული მიმართულებით მცირე ან დიდ წარმატებებზე ისაუბროს, როდესაც ასეთი “სისტემური მარცხი” (დავამატებდი დიდი მენტალური მარცხიც), მკაფიოდ თვალსაჩინოა და ამას პირველი პირები საჯაროდ აცხადებენ.
ესენი ნაძირლებს ბევრად აღემატებიან,. მე ვერ ვხედავ სიტუაციის იმგვარ განვითარებას, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ასეთი “მძიმე შეცდომა” გადაფაროს და საზოგადოების ყურადღება რომელიმე სხვა თემაზე გადაიტანოს _ ამისთვის დრო და რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს.
ცოცხი, რომელიც ამ ამაზრზენ კადრებში ერთ სრულიად უადგილო ადგილას ვიხილეთ, შესაძლოა სიმბოლურად (ან ნაკლებსიმბოლურად) იმ ცოცხად იქცეს , რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციას შეასრულებს. დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა ამ ფუნქციისკენ გაცილებით მეტად იხრება. რატომ? იმიტომ, რომ ზნეობა ზედმეტად მთლიანი რამ არის საიმისოდ, რომ მხოლოდ “ცალფად”აისახოს და კორპორაციულ ფუფუნებად იქცეს _ მხოლოდ ის გამოხატოს, რაც მთელი საზოგადოებისთვის კი არა, მხოლოდ ზოგიერთებისთვის არის სასარგებლო, სიკეთე განუყოფელია _ ის ან არსებობს, ან არა. მისი ნაწილობრივი არსებობა შეუძლებელია,” _ ეს არის ნაწყვეტი მურღულიას ბლოგიდან, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება ფეისბუქზე.






























































