დღეს ქუთაისში, ნიკეას დასახელებაში მდებარე ფეხბურთის სტადიონზე ორი სამტრედიული გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა. U 10 2012- იანებში დაბადებულ ვაჟ ფეხბურთელთა გუნდებმა, ,, სამტრედიამ ” და ,, ლოკომოტივმა”, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ვოვა შელიას ხსოვნის ტურნირის ნახევარფინალში შეხვედრა გამართეს, სადაც ,, სამტრედიამ ” დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა თანაქალაქელი გუნდი და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლერი მეგენეიშვილს და კომენტარი სთხოვა:
,,გვიხარია ფინალში გადასვლა, თუმცა დღევანდელი თამაში არ იყო იოლი. დასაწყისში ბიჭები ვერ გაიხსნენ, რადგან სამტრედიელებს უპირისპირდებოდნენ. 10 წუთის შემდეგ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანეს ჩემმა ფეხბურთელებმა. მეორე ნახევარში ასევე სამი გოლი იქნა მოწინააღმდეგის კარში გატანილი. თამაში დიდი ანგარიშით, 6: 0 დასრულდა, თუმცა გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ხვალ უკვე ფინალურ შეხვედრას გავმართავთ ქუთაისის ,, ტორპედოსთან” და გამოვლინდება ჩემპიონატის გამარჯვებული.”
ავტორი