_ გაქურდეს ნ. ებრალიძის ოჯახი. მას არყის სახდელი ქვაბი მოპარეს. როგორც ბოხვაურიდან გვაცნობეს, ქურდები პოლიციამ დააკავა და ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები კ. მ. და ვ. ს. აღმოჩნდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, მოპარული ნივთი პოლიციამ ქალაქში ერთ-ერთი დაკავებულის ძმის ოჯახში ამოიღო.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს, რომელმაც ქურდობის ფაქტი დაადასტურა:
_ ქურდობა გახსნილია. ქურდები დაზარალებულის მეზობლები არიან. დაკავებულია ორი პიროვნება და რაც მთავარია, ქვაბი ამოღებულია, _ გვითხრა პოლიციის უფროსმა.