ვაპირებ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე და ეს ბუნებრივი პროცესია”, – აღნიშნა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.
ამ წუთებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულია და ჟურნალისტებს არც ფოტოების გადაღებას საშუალება მიეცათ. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრის ამსახველ ფოტოებს თავად მიაწვდიან ჟურნალისტებს.
უზენაეს სასამართლოსთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტილია სახელმწიფო დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის მიერ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და კოტე კუბლაშვილი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.