დღეს დილიდან, სამტრედიაში, საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტის მერიაში მთავარ საკადრო ცვლილებაზე საუბრობს. კერძოდ, მერის პირველი მოადგილეობიდან გრიგოლ დალაქიშვილის წასვლის თაობაზე.
სამტრედიიელებმა, დაახლოებით, ორი წლის წინ, ქუთაისელი კადრის, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის სამტრედიის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის ფაქტი გაიხსენეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მერის მაშინდელი მოადგილისთვის. დავით ბახტაძემ სააქტო დარბაზი იმ დროს პროტესტის ნიშნად დატოვა და ამ ამბით განაწყენება ხმამაღლა დააფიქსირა.
სამტრედიელები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სადაც დავით ბახტაძემ მერის არჩევნები მოიგო, ამბობდნენ, რომ ბახტაძე მერის პოსტზე მოსვლის შემდეგ გრიგოლ დალაქიშვილს არ გააჩერებსო.
“გურია ნიუსს” გრიგოლ დალაქიშვილმა ამ წუთებში დაუდასტურა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეობიდან წასვლის ფაქტი. ხოლო დავით ბახტაძემ, რომელიც ოფიციალურად, დღეს პირველად შეხვდა თანამშრომლებს და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა, ჟურნალისტების შეკითხვაზე, პირადად გაუშვა თუ არა მან დალაქიშვილი სამტრედიიდან, ასეთი პასუხი მივიღეთ: როდესაც ახალი მერი მოდის, კანონის თანახმად, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეები. დიახ, მე გავათავისუფლე პირველი მოადგილეობიდან გრიგოლ დალაქიშვილი და საკუთარი თავი, დავით ბახტაძე, როგორც მერის მოადგილე. მოადგილეების პოსტები სამტრედიაში ვაკანტურია.”
[sexy_author_bio]