(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გარდაცვლილი ფეხბურთელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, ვეტერან ფეხბურთელთა ინიციატივით, მომავალი კვირის დასაწყისში დაიწყება და კვირის ბოლომდე გასტანს.
როგორც ტურნირის ორგანიზატორები ამბობენ, ყველა მსურველი ვეტერანი ფეხბურთელი, თავისი სოფლისა თუ უბნის სახელით გამოვა “სამკუთხას” მოედანზე.
მათი თქმით, აღნიშნული თამაშები იმ ფეხბურთელთა ხსოვნას მიეძღვნება, რომლებიც ოზურგეთის სახელით გამოდიოდნენ საკავშირო პირველობაზე. ასეთი ფეხბურთელი ოზურგეთში სულ 60 იყო. რაც შეეხება ვეტერან ფეხბურთელთა გუნდს, ის 150 ფეხბურთელს აერთიანებს.