(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის #1 სკოლა მეორე ადგილზე გავიდა პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ “ახალგაზრდობა ნარკომანიისა და ძალადობის წინააღმდეგ”. ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას ხვდა: _ ეს იყო ექვსთვიანი პროექტი, რომლითაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები იყო დაგეგმილი. როგორც ვიცი, პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები ისევ ჩაერთვებიან მასში, _ თქვა ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსმა, ნათია ურუშაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved