(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 29 აგვისტოს, სამართალდამცავებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ყოფილი რწმუნებული, ვლადიმერ მგელაძე დააკავეს.
დაკავების მიზეზები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოფილი რწმუნებული სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებში აღმოჩენილი დარღვევების გამო დააკავეს და მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს სოფლის რწმუნებული, გოჩა შარაშენიძე და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ფორჩხიძე, თუმცა ორივე მათგანი დაკავების მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებენ: “თუ სწორად მახსოვს, იმ დროს, როცა ბატონი ვლადიმერი რწმუნებული იყო, სოფლის განვითარების პროგრამები არ არსებობდა. შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ”, _ თქვა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრისას ილია ფორჩხიძემ.
ვლადიმერ მგელაძემ რწმუნებულის თანამდებობა 2007 წელს დაიკავა და სოფელს ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.