რამდენიმე საათში ოზურგეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა. სამართალდამცავებმა თავისი ადგილი უკვე დაიკავეს _ მათ “ავერსის” კლინიკისკენ აიღეს გეზი. ოზურგეთელმა პოლიციელებმა დავალებები ნახევარი საათის წინ, გამჭვირვალე პოლიციის შენობის ეზოში, პირადად თავიანთი შეფისგან მიიღეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი შეეცდებიან პრეზიდენტამდე ის მოქალაქეები არ მივიდნენ, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილისთვის წერილის გადასცემა სურთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved