_ ველოდებით პასუხს გამგეობიდან. ჩვენ გვინდა, რომ აქცია გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართოს, _ გვითხრეს “ქართულ ოცნებაში”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის პრესსამსახურში კი ასეთი კომენტარი გააკეთეს: _ ბატონი ილიასთან ვერ ხერხდება დაკავშირება და როგორც კი ეს მოხერხდება, აუცილებლად გაცნობებთ, რა პასუხი გაეცა “ქართულ ოცნებას”.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებს გამგეობის მიმდებარე ტერიტორია დაუთმონ “ქართულ ოცნებას”. გავრცელებული ინფორმაციით, ის “თეატრალური მოედნის” ტერიტორიას შესთავაზებს ოპოზიციის წარმომადგენლებს. იქვე ახლო არის იუსტიციის სახლი და ამ ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება თეატრალური მოედანს, იქ სკვერის მშენებლობაა დაწყებული და გუშინ საღამოს მიწის გორაკები გაჩნდა.