წყაროს ცნობით, რამდენიმე ათეული პოლიციელი, აჭარიდან და იმერეთიდან უკვე ოზურგეთშია. დამატებით ძალებს ძალოვნები ხვალაც ელოდებიან. როგორც გავიგეთ, არცერთი პოლიციელი აქციის მიმდინარეობას ოფიციალურად არ დააკვირდება და არც უსაფრთხოებაზე იზრუნებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მათ უკვე მისცეს დავალება, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა აკონტროლონ აქციაზე მოსული ყველა პიროვნება და მოახერხონ მათი იდენტიფიცირება.
წყარო, რომელიც საკმაოდ კვალიფიციურია, არ გამორიცხვას, რომ ხვალ, “ქართული ოცნების” აქციის მიმდინარეობისას პროვოკაციებსაც ჰქონდეს ადგილი.