იქვე, გვერდით მყოფმა ხანდაზმულმა ბატონმა, ბესელიას გურულად შეაწია სიტყვა, _ ისე, რაღა დაგიმალოთ და მასე ჯობია ქალბატონო ეკა…
ეკა ბესელია: მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რაც კი ოზურგეთში ჩატარებულა. გურია ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი აქტიურობით, პრინციპულობით, ბრძოლისუნარიანობით და ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ხელისუფლების მიმართ. და როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, გამჭრიახი გურულები ყველაზე ადრე მიხვდნენ ამ ხელისუფლების შეცდომებს და სააკაშვილს ხმა არ მისცეს.
_ სხვათაშორის, ეგ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსს” მისცა.
_ მე აბსოლუტურად ვიზიარებ მის ამ მოსაზრებას. ძალიან კარგად ვიცნობ გურიას, ძალიან მიყვარს ეგ კუთხე და დარწმუნებული ვარ, ხვალ უამრავი ადამიანი შეხვდება “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს.