მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, ლანჩხუთიდან ოზურგეთში წასული “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეეფერება.
ბოლქვაძემ გაგვაცნო იმ მიკროავტობუსების მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ახდენდნენ 17 ივნისს მოსახლეობის ტრანსპორტირებას ოზურგეთის მიმართულებით.
შტაბის ოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთიდან ოზურგეთში გაემგზავრა 57 ჩამოყვანილი მიკროავტობუსი, 2 ავტობუსი, 25 ადგილობრივი მიკროავტობუსი. 85 მსუბუქი მანქანის მძღოლთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ისინი უზრუნველყვეს საწვავით. მანქანებისა და მიკროავტობუსების საერთო ადგილების გადათვლით, სულ ოზურგეთში 2 400 ლანჩხუთელი გამგზავრებულა.
შტაბის ინფორმაციით, წავიდნენ ისეთი მსუბუქი მანქანებიც, რომელთა მძღოლებთან ვერ მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება და მათი საწვავით უზრუნველყოფა: _ ასეთი მანქანები აცანიდან, მამათიდან, ჯაპანიდან და სხვა სოფლებიდან საკუთარი ხარჯებით წავიდნენ აქციაზე, – აღნიშნა სოსო ბოლქვაძემ.