როგორც მისი მეუღლე ამბობს, მან აქამდე არ იცის, თუ სად იმყოფება იგი. მეუღლის თქმით, ზაირა ჭედიას დაკავება მათ სახლში “გლობალ ტვ”-ს ანტენის დადგმას უკავშირდება, რომელიც ამ ქალბატონის სახელზე იყო გაფორმებული.
ჩვენი წყაროს თქმით, ზაირა ჭედია და დაახლოებით 200-მდე მოქალაქე ბათუმის პოლიციაში ჰყავთ გადაყვანილი და მათი დაკავება სწორედ “გლობალ ტვ”-ს ანტენების გამო მოხდა.