ღონისძიებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ჰელგა პენდერი, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმ მაკგოლდრიკი, გაეროს საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და დემოკრატიული მმართველობის პროგრამების ანალიტიკოსი გიგი ბრეგაძე დაესწრნენ.
როგორც ცესკოს პრეს-რელიზშია ნათქვამი, “ცესკოს ხელმძღვანელობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტენსიური განხილვების შედეგად, განისაზღვრა აუცილებელი აქტივობები და მოხდა იმ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; შედეგად კი შემუშავდა პროექტი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელებს”.
“პროექტის მიზანია 2012-2014 წლებში სანდო და სტაბილური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მასში საქმიანობების ხუთი კომპონენტია გაწერილი: 1.არჩევნებში მონაწილე ძირითადი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება; 2.არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესება და ახალი საარჩევნო კოდექსის გათვიცნობიერება; 3.ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების გაზრდა; 4.საზოგადოების საარჩევნო ცნობიერება და სამოქალაქო მონაწილეობა მოწყვლად ჯგუფებში; 5.სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ხელშწყობა.
ანუ ამ 5 კომპონენის მიხედვით – მოხდება არჩევნებში მონაწილე ძირითადი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, განხორციელდება ტრენინგები არჩევნებში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის – იქნება ეს პროცედურული ტრენინგები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის თუ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.
პროექტი, განხორციელების შედეგად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით უზრუნველყოფს არჩევნებში ჩართული მხარეების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სრული საარჩევნო ციკლის ეფექტურობისთვის, კარგად გააზრებულ და გაცნობიერებულ საარჩევნო კანონმდებლობას და ინფორმირებულ საზოგადოებას, რომელიც სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს,” _ ნათქვამია ცსკოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.