ერთ-ერთი მათგანის, 62 წლის ზაურ გოცირიძის თქმით, მას სჯერა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და დაასაქმებს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
_ დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი თუ მოვა ხელისუფლებაში, არც სიტყვის თავისუფლება და არც ადამიანის უფლებები დაირღვევა. ის პრინციპული ადამიანია და რასაც ამბობს იმას გააკეთებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაურ გოცირიძემ.