ამ მიწაზე დგომა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. აქ თავდადებით და თავგანწირვით ვერავის გააკვირვებ. აქ ნათქვამ თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს, რადგან არსად ისე არ იგრძნობა ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპრების სულის გამოძახილი, როგორც აქ, ამ უძველეს ქალაქში _ მცხეთაში!
სწორედ აქ, ამ ადგილას, არმაზის მთის ძირას, მტკვრისა და არაგვის შესართავთან დააფუძნა ფარნავაზმა ქართული სახელმწიფო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ აქციაზე.