https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნაციონალების”და “ოცნების” წინასაარჩევნო ფიქრები

0:01; 1.01.1970
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ამბობენ, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი აქციაზე გურიაში მივიდა, რამაც ხელისუფლებას მოსვენება დაუკარგა.

თუ გავითვალისწინებთ წინა არჩევნებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მეტად ხელისუფლებას სწორედ გურიაში წაგების ეშინია.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილმა, ყველაზე ცოტა ხმა, სწორედ გურიაში მიიღო. უფრო დაზუსტებით, სააკაშვილმა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გურიაში წააგო, რასაც გურიის იმჟამინდელი გუბერნატორის, მიხეილ სვიმონიშვილის თანამდებობა შეეწირა.

სააკაშვილი გურულებმა არც რევოლუციის შემდეგ აირჩიეს დიდი პროცენტით. როგორც ამბობენ, ამის გამო, ქვეყნის პირველი პირი ჩვენ მხარეზე განაწყენდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ განსხვავებით სხვა რეგიონებიდან, გურიაში არაფერი გაკეთებულა. როგორც გურულები ხუმრობენ, შადრევანიც კი.

ის რომ სააკაშვილი, გურულებზე ძალიან იყო გაბრაზებული, ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც გაიხსენა:

“პოლიტიკაში მოსულს მერიდება ამის თქმა, მაგრამ რაკი ამ თემაზე ჩამეძიეთ, გეტყვით, რომ პრეზიდენტთან მართლაც მქონდა კამათი ჯერ “ციცინათელასთან” დაკავშირებით, შემდგომ _ საკონცერტო დარბაზზე. ორივეჯერ დაჟინებით ითხოვდა, რომ აქ არ აშენებულიყო. პირველ შემთხვევაში, ვერ გავარკვიე, რატომ. “ციცინათელას” მშენებლობა ადრე დავიწყეთ. მან მთხოვა, რომ ეს გამეკეთებინა აჭარაში, რაზეც ვუპასუხე, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა, თუმცა, ეს ადგილი ჯობდა, რადგან ცენტრი იყო და იქ მისვლა თავისუფლად შეეძლოთ აჭარიდანაც და დანარჩენი საქართველოდან. მის დაჟინებას იმით ვუპასუხე, რომ აჭარაშიც გავაკეთებდი, მაგრამ აქაც უნდა გაკეთებულიყო. აჭარაში ვერ მომცეს ადგილი; რაც მომცეს, იქ კარუსელები და შემდეგ პარკი გავაკეთე. მე აჭარა ძალიან მიყვარს, მაგრამ მინდოდა, რომ “ციცინათელა” აქ აშენებულიყო. შემდეგ იყო საკონცერტო დარბაზი და პრეზიდენტი მთხოვდა, რომ ის თუ აჭარაში არა, ქუთაისში გამეკეთებინა. როცა დაჟინებით შევეკითხე, რატომ აქ არა და იმის შემდგომ თუ გინდა ქუთაისშიც გავაკეთოთ-მეთქი, მან ვერ დამალა წყენა, რომ 2004 წლის არჩევნებში გურიაში ყველაზე დაბალი შედეგი ჰქონდა! მე არ მინდა ახლა ჩემს რეაქციაზე მოგიყვეთ, თუ რა ვუპასუხე _ უხერხულია, თან ახლა პოლიტიკაში მოვედი და ცუდად გამომივა, მაგრამ უფრო კარგ რამეს გავიხსენებ. მინდა გურულებს მოვეფერო _ გურულები მართლა ბრძენი ხალხი ყოფილან, რადგან მეც მაჯობეს და უმრავლეს საქართველოსაც, რადგან გურულებმა ყველაზე ადრე შეიცნეს, ვინ იყო სააკაშვილი და შესაბამისად, მას გურიაში ისეთი მხარდაჭერა არ ჰქონია; ამიტომ, გურულები ჩემს თვალში ორმაგად ამაღლდნენ. საერთოდ, ძალიან მიყვარს გურია, გურული იუმორი, გურული სიმღერები, თუმცა, საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს. გურიაში, იმერეთის შემდეგ, ყველაზე მეტ დროს ვატარებ და შესაძლებელია, ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად, თუმცა, არ მინდა საქართველოს კუთხეებად დაყოფაზე დიდი აქცენტი გავაკეთო. საქართველოს ულამაზეს კუთხეებს თითოეულს განუმეორებელი ხიბლი აქვს და ამითაა უნიკალური.

ყოჩაღ, გურულებს, რომ პრეზიდენტს ბრმად არ დაუდგნენ გვერდით, ისე, როგორც საქართველოს დიდი ნაწილი და მათ შორის მეც _ მეც მაგრად შემეშალა. მაშინ მთელი საქართველო აგონიაში იყო და ყველანი ბედნიერები ვიყავით; შედეგად კი ვნახეთ, რაც მივიღეთ. პრეზიდენტი იმიტომ არის გურულებზე განაწყენებული, რომ გურულებმა გამოიცნეს _ სხვა მიზეზს მე დღეს ვერ ვხედავ და კიდევ ერთხელ მინდა შევაქო გურულები, რომ მათი ჭკუამახვილობა, რაც იუმორშიც გამოიხატება, სულაც არაა შემთხვევითი” _ აღნიშნა ივანიშვილმა.

თუმცა, მას შემდეგ რაც ოზურგეთში “ქართული ოცნების” აქცია გაიმართა, ხელისუფლებამ გურიის მიმართ ყურადღება გააათმაგა, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაც დაიწყო და ეს საქმეები, პრეზიდენტის ფავორიტ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს დაევალა.

მინისტრმაც იმედები არ გაამტყუნა და თუ მანამდე გურიას კვირაში ერთხელ სტუმრობდა, ახლა პრაქტიკულად აქ გადმოსახლდა.

ბოლო პერიოდში სხვა მინისტრების სტუმრობითაც გაგვანებივრეს. აღარაფერს ვამბობთ პრეზიდენტის გახშირებულ სტუმრობებზე, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი გურიის მოსახლეობას არ ხვდება და მხოლოდ ჩინოვნიკებთან და მცირე სეგმენტთან საუბრით იფარგლება.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას გურიის მართლაც ეშინია. ამას ისიც მოწმობს, რომ მმართველი გუნდი, ოზურგეთში მაჟორიტარ კანდიდატად რამაზ ნიკოლაიშვილის დაყენებას აპირებს. თავდაპირველად, კანდიდატობას საკრებულოს თავმჯდომარეს, ალეკო მამეშვილს უპირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს მისი რეიტინგი საკმარისი არ არის, ამიტომაც გურიაში მძიმე წონის გადმოსროლაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ.

თავად ნიკოლაიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ იქნება იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდება. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში პრეზიდენტი მიიღებს. მანამ კი რამაზ ნიკოლაიშვილი მინისტრის რანგში აქტიურად მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან, თათბირებს ჩინოვნიკებთან, რომლებსაც არჩევნების მოგების მნიშვნელობაზე და წაგების საშიშროებაზე ესაუბრება.

სხვათა შორის ისიც თქვეს, რომ არ არის გამორიცხული, ნიკოლაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზეც წამოაყენონ. თუ ასე არ მოხდა, მაშინ სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გადეპუტატების შემთხვევაში, დეპუტატის სავარძელს ცოტა ხნით დაიკავებს და ოზურგეთში, გასული არჩევნების მსგავსად ხელახალი არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო.

თუ კანდიდატად რამაზ ნიკოლაიშვილი მართლაც დააყენეს, მასთან კონკურენციის გაწევა “ქართული ოცნების” კანდიდატს, ზვიად კვაჭანტირაძეს მოუწევს, რომელსაც ოზურგეთელებში საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს.

ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” ოზურგეთში კანდიდატის შეცვლას გეგმავს, რასაც მმართველი გუნდი შიშს უკავშირებს და აღნიშნავენ, რომ კოალიციას გადაწყვეტილების შეცვლაზე ნიკოლაიშვილის შესაძლო კანდიდატობამ უბიძგა.

ამას გამორიცხავენ “ქართული ოცნების” ოზურგეთში შტაბში და ამბობენ, რომ ისინი არჩევნებს აუცილებლად მოიგებენ.

იგივეს ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძე, რომლის თქმით, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს:

_ რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები, მით უფრო გააქტიურდა “სეთურის სამსახური”, რომელზეც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შეცვლა არ იგეგმება და მე ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ კიდევაც, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძეს “ნაციონალების” კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე, კონკრეტული პიროვნებების შანსების შეფასება, მათ შორის რამაზ ნიკოლაიშვილის, არ უნდა.

_ ბატონო ზვიად, როგორი კონკურენტი იქნება თქვენთვის რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა ხელისუფლებაში?

_ არ, მგონია, ნებისმიერი კონკურენტი ხელწამოსაკრავი იყოს.

_ როგორ ფიქრობთ, ნიკოლაიშვილთან მოგების შანსი გაქვთ?

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ხმები, გამარჯვება გამორიცხულია და ასე შემდეგ…

_ ბატონო ზვიად, ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას გურიაში წაგების ძალიან ეშინია და ამის გამო აყენებენ ნიკოლაიშვილს? მით უმეტეს, რომ პროცენტულად, ყველაზე მეტი ადამიანი აქციაზე სწორედ გურიაში იყო…

_ ჯერ დააყენონ კანდიდატურა საბოლოოდ. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მიუხედავად იმისა, რომ მაგრად აპიარებენ კანდიდატს, მაინც არ მინდა მასზე საუბარი და მასზე წინასწარი განწყობის ჩამოყალიბება, თუმცა, ყველა შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით გვაქვს შესაბამისი ტაქტიკაც და შეხედულებაც. მაინც ვადროვოთ, ჩამოყალიბდნენ, მივცეთ ამის საშუალება. გასაკეთებელსაც ბევრსაც ტოვებენ და საფიქრალიც ბევრი აქვთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6 მარტი, 2026

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო