საქართველოს სხვა რეგიონების მხარდამხარ, მასში ოზურგეთის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდიც მონაწილეობდა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში პრიზიორები გახდნენ: გიორგი ჯაში, III ადგილი (66 კგ), ზურაბ რამიშვილი, III ადგილი (74 კგ), ლევან ქავჟარაძე, III ადგილი (54 კგ), გიორგი ჯაფარიძე, III ადგილი (60 კგ). მძიმე წონით კატეგორიაში _ 120 კგ, III ადგილი სამუკა დარჩიამ დაიკავა. მწვრთნელები გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირში გამოვლენილ შედეგს წარმატებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სპორტსმენებმა მათი იმედები გაამართლეს.
გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური დიპლომები, თასები, ფასიანი საჩუქრები.