ის სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში რწმუნებულთან და სპეციალისტებთან დახმარების სათხოვნელად იყო მისული. ჩვენც იმ დროს მივედით, როცა ის თავისი გასაჭირის შესახებ კიდევ ერთხელ ჰყვებოდა. როცა გაიგო, რომ "გურია ნიუსიდან" ვიყავით, დაჟინებით მოითხოვა სახლში წავყოლოდით და მისი ყოველდღიურობა საკუთარი თვალით გვენახა.
მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა _ საძინებელი და საცხოვრებელი ოთახი იქ აქვს, სადაც შინაური ცხოველებიც არიან. ქალბატონი ვარდოს თქმით, მან ვერ მიაღწია სააკაშვილამდე, რომ წერილი გადაეცა ან მისი გაუსაძლისი ცხოვრების შესახებ მოეყოლა. როგორც თვითონ ამბობს, პრეზიდენტმა არ იცის, რომ საქართველოში ამდენი გაჭირვებულია, თორემ დარწმუნებულია, რომ მას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევდა.