კოალიციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” მაისურებშია არიან ჩაცმული და დროშებიც გამზადებული აქვთ.
როგორც ჩვენთან საუბრისას კოალიციის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ ჭკუასელმა აღნიშნა, თანამოაზრეებს ლანჩხუთიდან და ოზურგეთიდანაც ელოდებიან.
როგორც გვითხრეს, “ქართული ოცნების”, დაახლოებით, 100-კაციანი კოლონა ბახმაროში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას დაესწრება.
ამ წუთებში ბახმაროში დიდი სამზადისია. მობილიზებულია ასობით პოლიციელი, რომლებიც, როგორც გავარკვიეთ, სამეგრელოდან, იმერეთიდან და აჭარიდან ჩამოიყვანეს.
ბახმაროში დღეს პრეზიდენტს, პირველ ლედის და მინისტრთა კაბინეტის მთელ შემადგენლობას ელოდებიან.