კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წევრი მარინა სუნგულიას წყაროს ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ “ხელისუფლება დაშინების ახალ მეთოდებს იმუშავებს”.
“ოზურგეთის ქალაქის თუ სოფლების უბნებში, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანებისთვის, მათი მეზობლების თუ ახლობლების მეშვეობით, რომლებიც “კოკინაშვილის პელაგიების” როლს ასრულებენ, ხელისუფლებამ შეიმუშავა სქემა – თითქოსდა, “პელაგიები” სანდო წყაროდან (და ზოგ შემთხვევაში, მეტი სანდოობისთვის წყაროსაც ასახელებენ), უმხელენ ახლობლებს “საიდუმლო ამბებს” და ამ საიდუმლო ამბების ძირითადი შინაარსი ასეთია:
იმ უბანსა თუ სოფლებში ავტორიტეტული ოპოზიციური ლიდერები (თანაც, მხოლოდ და მხოლოდ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ) ხელისუფლებასთან არიან შეკრულები და მეორე, ის რომ ხელისუფლებას საბუთები აქვს გამზადებული, ბიძინა ივანიშვილის დასაჭერად. ეს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვას ემსახურება, რადგან ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არჩევნებზე არ მივიდეს. მაგრამ მე მწამს, გურიაში მცხოვრები ადამიანების საღი გონების და უდიდესი თხოვნა მაქვს მათთან _ ყველანი გამოცხადდნენ არჩევნებზე, რადგან 1 ოქტომბრის არჩევნები, 21-ე საუკუნის დიდგორია საქართველოსთვის,” _ აცხადებს სუნგულია.