მალხაზ არქანიას საქმე _ “საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი…”
გლდანის #8 საპყრობილე, 32 წლის მალხაზ არქანია: “მცემენ, ჩემს დაწერილ ჩვენებას მაჭმევენ და გაუპატიურებით მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას”.
ამის შესახებ თავად პატიმარი წერს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 2011 წლის 22 ივნისითაა დათარიღებული.
ნაწყვეტები ჩვენებიდან: “2011 წლის 19 მაისს გადმომიყვანეს #8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს, დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.
ჩაყვანის დროს მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა, დამემახსოვრებინა და მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ…”
მეგის ქარდავა მთელი სამეგრელოს რეგიონში ცნობილია თავისი სისასტიკით და მისი გავლენები ძმებ ახალაიებთან მეგობრობის გამო იმდენად დიდია, რომ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თვით იქაური გუბერნატორიც კი თითის აწევით ელაპარაკება.
მალხაზ არქანიას ჩვენებიდან: “ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა. მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, იმან ძალით შემაჭამა ქაღალდი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ _ “მოტყ…., მაგის დედა ვატირე!”.
ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩაეხადათ შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს _ “წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ… უნდა მოვ…”.
უცბად, გაიღო “კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და მიღებდნენ სურათს. ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა “ჯერ პირში მივც.. და მოვ…”
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენება მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს მისცა.